ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ერთ-ერთ აქტუალურ თემას, ფეხმძიმობის პერიოდში გაკეთებულ ვაქცინაზე საუბრობს.
როგორც ჩანს, სოციალურ ქსელში ყველაზე მეტად ვაქცინაციის მეორე დოზასთან დაკავშირებით უგზავნიან კითხვებს, რაზედაც ექსპერტმა უპასუხა:
„ვინც უკვე გადაიტანა კორონავირუსი, მათი რეინფიცირება ხდება ინდური შტამით. ზოგადად დაცულობა არის 5 თვე. კარგი იქნება მთავრობამ უთხრას თავის მოქალაქეებს, რაც გვაქვს ახლა ის გაიკეთეთ, მესამე (ბუსტერს) გაგიკეთეთ „ფაიზერი“… ყოველ ერთ თვეში აეროპორტს ხსნიდით და გიჯერებდნენ, ხუთ თვეში ჩამოვიტანთ „ფაიზერს-ო“ რომ თქვათ, ამას არ დაგიჯერებენ?… ერთხელ თქვით სიმართლე“,- მიმართავს ფხაკაძე ხელისუფლებას.
ფხაკაძე ასევე განმარტავს, რომელი ვაქცინების დროსაა უსაფრთხო ძუძუთი კვებისას.
„ბევრი მეკითხება: კოვიდ-ვაქცინაცია და ორსულობა; კოვიდ-ვაქცინაცია და ძუძუთი კვება; კოვიდ-ვაქცინაცია და ორსულობის დაგეგმარება – ბოლო კვლევები და რეკომენდაციები:
„ფაიზერის“ და „მოდერნას“ ვაქცინები რეკომენდებულია ყველა შემთხვევებში, ვაქცინაცია ორსულობის დროს, 14 კვირის შემდეგაა სასურველი.
ძუძუთი კვება – დედის ვაქცინაცია რეკომენდებულია ნებისმიერ დროს. საერთოდ, ძუძუთი კვება 2-წლამდე არის რეკომენდებული.
ორსულობამდე ვაქცინაცია რეკომენდებულია. ეს ყველა რეკომენდაცია ეხება კოვიდის „ფაიზერს“ და „მოდერნას“ ვაქცინებს. ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენ და თქვენს პატარებს“, – წერს გიორგი ფხაკაძე.
აგრეთვე წაიკითხეთ:
სექსმუშაკებთან ვმუშაობდი... ბევრი შეცდომა დავუშვი - აქამდე უცნობი ამბები გიორგი ფხაკაძეზე
„საიდუმლოს გაგიმხელთ“ - რა კავშირი აქვს გიორგი ფხაკაძეს ქუთაისში „ლომებიან სახლთან“