ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ვლადიკავკაზის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში ხელოვნური სუნთქვის აპარატის მწყობრიდან გამოსვლის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
ტრაგედია ჟანგბადის მილის გაუმართაობამ გამოიწვია. ჟანგბადის რეზერვუარი მიწის ქვეშ მდებარეობს და იქ მილიდან გაზის გაჟონვა მოხდა. ინციდენტის დროს რეანიმაციაში საერთო ჯამში 71 ადამიანი იმყოფებოდა. დანარჩენებს ექიმებმა დროული დახმარება აღმოუჩინეს.
ამჟამად ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების გამოძიება მიმდინარეობს.
ასევე დაგაინტერესებთ👇
5 697 ინფიცირება, 2713 გამოჯანმრთელება, 54 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში
დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს