გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, თამარ ჟამურაშვილი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი კვლევის შესახებ წერს, რომლის მიხედვითაც, „პირებს, რომელთაც წარსულში „კოვიდი“ გადატანილი ჰქონდათ პირველივე აცრის შემდეგ ანტისხეულების გაცილებით მაღალი ტიტრი უვითარდებათ, ვიდრე პირებს „კოვიდის“ გადატანის გარეშე აცრის მე-2 დოზის მიღების შემდეგ“.
როგორც ჟამურაშვილი წერს, ამავე კვლევის თანახმად, ანტისხეულების რეაქცია ბევრად ეფექტური იყო, როცა ვაქცინაცია ჩატარდა ინფექციიდან 3 თვეზე მეტი დროის გასვლის შემდეგ.
აღნიშნული კვლევის საფუძველზე თამარ ჟამურაშვილი ფიქრობს, რომ „ბევრად მეტი სარგებელი გვექნება, თუ „სინოფარმით“ ან „სინოვაკით“ აცრილებს „ფაიზერის“ მესამე, ბუსტერ-დოზას შევთავაზებთ, ვიდრე თუ „კოვიდ“ გადატანილებს ორჯერადად ავცრით“.
„COVID-ვაქცინაცია კოვიდ-ის გადატანის შემდეგ.
ბევრი ქვეყანა და მათ შორის გერმანიაც კოვიდ-გადატანილ პაციენტებს მხოლოდ ერთი დოზით ცრის. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება მეცნიერულ მტკიცებულებებს, კოვიდ-ის გადატანის შემთხვევაში რჩება ბუნებრივი იმუნიტეტი, რომლის ფონზეც ერთი დოზით ვაქცინაციის შემდეგ ანტისხეულების იმდენად მაღალი ტიტრი გამომუშავდება, რომ მათი განსაკუთრებული მატება მეორე დოზის შემდეგ აღარ ხდება (!) ანუ მეორე დოზა ფაქტობრივად ტყუილად კეთდება (იგულისხმება პფაიზერი ან სხვა თანამედროვე ვაქცინები, მაგრამ არა „სინოფარმი“ ან სინოვაკი, აქ კვლევები დღემდე არ გვაქვს).
რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ წარსულში SARS-CoV-2 ინფიცირებულ პირებში ვაქცინაციის შემდგომ გამოვლინდა ანტისხეულების მნიშვნელოვნად მაღალი საპასუხო რეაქცია იმ პირებთან შედარებით, რომლებიც მანამდე არ ყოფილან ინფიცირებულნი SARS-CoV-2-ვირუსით.
გთავაზობთ ერთ-ერთ კვლევას, რომელიც აპრილში NEJM-ში გამოქვეყნდა:
SARS-CoV-2 იმუნური პასუხი წარსულში ბუნებრივი ინფექციით დაავადებულ პირებში
SARS-CoV-2 Antibody Response in Persons with Past Natural Infection
შედეგები:
– აღმოჩნდა, რომ პირებს, რომელთაც წარსულში კოვიდი გადატანილი ჰქონდათ პირველივე აცრის შემდეგ ანტისხეულების გაცილებით მაღალი ტიტრი უვითარდებათ, ვიდრე პირებს კოვიდ-ის გადატანის გარეშე აცრის მე-2 დოზის მიღების შემდეგ.
– ანტისხეულების რეაქცია ბევრად ეფექტური იყო, როცა ვაქცინაცია ჩატარდა ინფექციიდან 3 თვეზე მეტი დროის გასვლის შემდეგ.
ვფიქრობ ბევრად მეტი სარგებელი გვექნება, თუ სინოფარმით ან სინოვაკით აცრილებს ფაიზერის მესამე, ბუსტერ-დოზას შევთავაზებთ, ვიდრე თუ კოვიდ-გადატანილებს ორჯერადად ავცრით“, – წერს თამარ ჟამურაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„ათასობით ადამიანს დაეხმარა, ბევრი სიკვდილს გადაარჩინა" - ნახეთ, ვისზე საუბრობს ნიკა გვარამია
ნანი ბრეგვაძის კონცერტი 5 სექტემბერს მაინც გაიმართება
„ჩემო უკიდეგანო სიყვარულო, ვეგუები უშენოდ ცხოვრების ნულიდან დაწყებას“ - თამარ ივერი