Digest Logo

„მოეშვით კოვიდგადატანილების ორჯერ და სამჯერ აცრას“ - იაგო ფრანგიშვილი საგანგებო მიმართვა

1632215469
იაგო ფრანგიშვილი

„მოეშვით კოვიდგადატანილების ორჯერ და სამჯერ აცრას“, – ამის შესახებ ექიმი იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ფრანგიშვილი საზოგადოებას მოუწოდებს „ლოგიკურად იფიქრონ და ნურავინ იამაყებს ტვინის თვითამპუტაციით“.

ექიმის თქმით, თუ კოვიდგადატანილი ადამიანი აცრას არ იკეთებს, საზოგადოება ასეთი ადამიანების მისამართით ზეწოლას და ბნელად გამოცხადებას უნდა შეეშვას.

„გააკრეს საკაცეზე ექიმი, რომელმაც ძალიან ფრთხილად თქვა, რომ კოვიდგადატანილის იმუნურობა კარგიაო.

ის კი არ უთქვამს, რომ აცრაა ცუდი. არა.

ასჯერ თქვა, რომ აცრა აუცილებელია კოვიდის ნაკლები პრობლემით გადასატანადო, მაგრამ, მაინც გააკრეს საკაცეზე ეს რეანიმატოლოგი.

8 ჯერ შეასწორა და ჩაასწორა პოსტი, რომ როგორმე ისე არ წარმოჩენილიყო, ვითომდაც სრულიად აცრილის იმუნიტეტს კოვიდგადატანილის იმუნიტეტი ჯობია.

ჰოდა, გეტყვით რომ ჯობია ასჯერ ჯობია.

უფრო სწორად, გუშინ პრაქტიკამ დაამტკიცა, გერმანიაში რომ 68 ჯერ სჯობია მინიმუმ!!!

გერმანიაში ერთ დისკოთეკაში დაშვებულნი იყვნენ რამდენიმე ასეული, 200-ზე მეტი ადამიანი, კოვიდგადატანილები
და სრულიად აცრილები, რა თქმა უნდა უტესტოდ, აბა აცრილის დატესტვას ვინ გაბედავდა, შეთავაზებაც კი წარმოუდგენელია ამგვარი რამისა!!!

68 ადამიანს დაუდასტურდა კოვიდი.

68 აცრილს.

არცერთ კოვიდგადატანილს.

ვირუსი აღმოჩნდა დელტა შტამი.

ეს ყველა აცრილი და ახლა კოვიდიანი თავს მშვენივრად გრძნობს

აცრილია და ახალგაზრდაა, რატომ უნდა იყოს სხვანაირად??

როგორმე უნდა შეეგუოთ ეს ორჯერ და სამჯერ აცრილები და მეოთხე და მეხუთე აცრის მომლოდინენი,

რომ, მოეშვით კოვიდგატანილებზე ზეწოლას, ბნელად გამოცხადებას, თუკი არ იცრის.

შეამოწმეთ ისინი, ვისაც არ სურს აცრა, გადაიტანა თუ არა კოვიდ ინფექცია, აი ამაზე წამოგყვება მოსახლეობა და სიტუაცია ცოტათი დაწყნარდება,

რადგან ახლა კი ცხელა, მაგრამ, ახლა რომ ამდენი ჰოსპიტალიზებული გყავს, აი რომ აცივდება, მერე ყველა სურდოიანი და 38 სიცხიანი მიადგება საავადმყოფოს, დაურეკავს სასწრაფოს და დაპანიკდება.

აი იქ, ერთი აცრილი პერსონალი და არდატესტილი ყველას დაავადებს.

ერთი აცრილი და ვირუსმატარებელი ნახევარ ავტობუსს გადასდებს და ამაზე ახლაა საფიქრი.

როცა აცრის არმსურველს აუღებ ანალიზს და ეტყვი, შენი ანტისხეულის რაოდენობა 1 ია, ანუ 0,8-ზე მეტია, რაც ნიშნავს, რომ გადაიტანე კოვიდი და სულერთია რამდენი გაქვს ანტისხეული, ორგანიზმმა იცის მასთან გამკლავება.

ამის შემდეგ სიტუაცია დაწყნარდება, ხალხიც დაწყნარდება და ექიმიც დაწყნარდება.

თუკი ახლა ვინმეს დისკუსიის სურვილი გაგიჩნდებათ, აბა ანტისხეული ამდენი და იმდენი უნდა იყოსო, არის საკმარისი კვლევები კოვიდგადატანილებზე და იმუნური სისტემის მახსოვრობის უჯრედებზე და მათ ფუქციებსა თუ შესაძლებლობებზე,

კოვიდგადატანილებში ძვლის ტვინში არსებულ სპეციალურ კუნძულებზე, რომელთაც ახსოვთ ინფექცია.

და სხვათა შორის, ეს ისრაელში დადგინდა, რომ ფაიზერის ორი აცრიდან რამდენიმე კვირის მერე პოსტკოვიდურის მსგავსი კუნძულები დადგინდა ძვლის ტვინის ქსოვილში.

ასე რომ, აცრაც და ამგვარად სრული იმუნიზაციაც იმაზე დიდხანს იცავს, ვიდრე ახლა მიღებულია, რომ ექიმმა თქვას და გააპიაროს.

და მოეშვით კოვიდგადატანილების ორჯერ და სამჯერ აცრას.

ცოტა ლოგიკურად იფიქრეთ ხოლმე და ნურავინ ამაყობს ტვინის თვითამპუტაციით“, – წერს იაგო ფრანგიშვილი.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„22 დეკემბერს სიფრთხილით უნდა დაველოდოთ“ - ვანგას წინასწარმეტყველება პანდემიის დასასრულზე

🔵„ჩალიჩობენ“, რომ რამენაირად შეაშინონ ის, ვინც ერთხელ არის აცრილი, რომ მეორე დოზა აღარ გაიკეთონ“ -

🔵„3 თვის ვიყავი, როცა მამაჩემი სახლიდან წავიდა... გამზარდა კაცმა, რომელიც ჩემი ბიოლოგიური მამა არ არის“ - ტრაგედია აჩი ფურცელაძის ოჯახში