Digest Logo

„კიდევ ერთი სამწუხარო ლიდერობა რეგიონში… „საპატიო“ პირველ ადგილზეა საქართველო“ – ზაზა წერეთელი გაუარესებულ ეპიდვითარებაზე

1628579779
კორონაზე

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საქართველოში არსებული რთული ეპიდვითარების შესახებ წერს.

მისი თქმით, საქართველო თავის რეგიონში სიკვდილიანობის მაჩვენებლით სამწუხარო პირველ ადგილს იკავებს. 

„როგორც გრაფიკებიდან ჩანს კოვიდ სიკვდილიანობის მხრივ საქართველო პირველ ადგილზე თავის რეგიონში, ხოლო მსოფლიოს 50 ქვეყანას შორის შემთხვევათა რაოდენობაში მეოთხე, ქვეყნებს შორის კი მესამე ადგილზეა
მსოფლიო ბანკის ექსპერტების მიერ მომზადებული კვლევების 2 საინტერესო გრაფიკი რომელიც გუშინ, 8 აგვისტოს გამოქვეყნდა.

პირველზე მინიშნებულია ის 50 ქვეყანა და აშშ შტატი, რომელსაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს 100 000 მოსახლეზე შემთხვევების რაოდენობით (ბოლო 7 დღის განმავლობაში) და მეორეზე კი მილიონ ადამიანზე გარდაცვლილთა რაოდენობა (ბოლო 7 დღის განმავლობაში)

როგორც გრაფიკებიდან ჩანს, სიკვდილიანობის მხრივ საქართველო პირველ ადგილზე თავის რეგიონში, ხოლო მსოფლიოს 50 ქვეყანას შორის შემთხვევათა რაოდენობაში მეოთხე, ქვეყნებს შორის კი მესამე ადგილზეა
ასე რომ....“ - წერს წერეთელი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„სიცხე ავარდა 40-ზე და ვერ ვაკავებდით, ისე ხტოდა… ვუყურებდი როგორ კვდებოდა, სასწრაფოს 4 საათი და 25 წუთი ველოდეთ“ – რა მოხდა მაიკო კაჭკაჭიშვილის ოჯახში

„დედა ხომ მაგინეს... გაყოფილი იქნება, პირველი კლასის ადამიანი და მეორე კლასის…“ – რას ამბობს ფხაკაძე?

ვფიქრობ ბევრად მეტი სარგებელი გვექნება, თუ „სინოფარმით“ ან „სინოვაკით“ აცრილებს „პფაიზერის“ მესამე, ბუსტერ-დოზას შევთავაზებთ - ჟამურაშვილი