Digest Logo

„სიცხე ავარდა 40-ზე და ვერ ვაკავებდით, ისე ხტოდა… ვუყურებდი როგორ კვდებოდა, სასწრაფოს 4 საათი და 25 წუთი ველოდეთ“ – რა მოხდა მაიკო კაჭკაჭიშვილის ოჯახში

1628541395
მაიკო კაჭკაჭიშვილი მომღერალიი

მუსიკოსი მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და უმძიმესი ისტორიის შესახებ წერს, რომელიც დღეს მის დედას შეემთხვა.

როგორც მაიკო წერს, დედამისს თირკმლის შეტევამ მისცა, რის გამოც ის ცუდად გახდა. 

„ახლა შემიძლია წერა. დღეს მეგონა რომ ყველაფერი დასრულდა ჩემთვის.
დედაჩემს დაეწყო თირკმლის შეტევა სიცხე ავარდა 40-ზე და ვერ ვაკავებდით ისე ხტოდა და სიცხესაც ვერაფერს ვშველიდი.

გაშავდა გასივდა და კითხებზე არასწორი პასუხები გამცა, მანდ უკვე დავინახე რომ მორჩა ყველაფერი ვუყურებდი როგორ კვდებოდა, სასწრაფოს ზუსტად 4 საათი და 25 წუთი ველოდე. არ ვიცოდი კოვიდი იყო თუ რას ჰქონდა ასეთი კრიზი.

ყველა ტიროდა ჩემს გარდა მე უბრალოდ აზროვნების უნარი დავკარგე და ტირილი რა იყო არ ვიცოდი.
გამოვიყვანე მდგომარეობიდან მაგრამ როგორ ბუნდოვნად მახსოვს.

სასწაფოს ვეხვეწებოდი უგონოა და დამეხმარეთთქო და არ გვყავს თავისუფალი მანქანაო ვერც გავბრაზდი იმიტომ რომ იმ ხალხსაც ჰყავს შვილები და ისინიც ჩემსავით ელოდებოდნენ ექიმებს. ანუ დღეს ჩავხედე იმ რეალობას თვალებში რომელიც გვჭირს და ხალხთან ექიმი ვერ მიდის.
მძიმე რეალობაა, გაუფრთხილდით ოჯახის წევრებს, საკუთარ თავებს, დაიცავით რეგულაციები ზედმეტად ზედმიწევნით. დამიჯერეთ ძალიან რთულია შველას რომ ითხოვ და შველა არ არის იმიტომ რომ რიგში მერამდენე ხარ კაცმა არ იცის….,“- წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.

⏺აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ნინო ნადირაძე აიცრა და ცუდად გამხდარა, გათიშულა“ - ექიმი მასზე გავრცელებულ ინფორმაციაზე პირველ კომენტარს აკეთებს

„ანტივაქსერებს რომ ჰგონიათ ჯანმრთელები არიან და კოვიდი ვერაფერს დააკლებს, დღეს გარდაიცვალა ადამიანი, რომელიც საერთოდ არ გეგმავდა სიკვდილს...“

„წარმოიდგინეთ მიჯრით ჩაწყობილი საწოლები. რამდენი ვიყავით, არ დამითვლია, მეშინოდა დათვლა... მიცვალებული რომ მეწვა გვერდით, სანამ გაიყვანდნენ, ლამის ხელით ვეხებოდი...“ - კოვიდ ისტორია