„კიდევ ერთი სიახლე! ამერიკის წამლის სააგენტომ გასცა რეკომენდაცია „ფაიზერის" ბუსტერზე 65 წელს გადაცილებული და ქრონიკული პაციენტებისთვის”,– ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„კიდევ ერთი სიახლე! ამწუთას ამერიკის წამლის სააგენტომ გასცა რეკომენდაცია „ფაიზერის" ბუსტერზე 65 წელს გადაცილებულ და ქრონიკული პაციენტებისთვის. დამიჯერეთ ხოლმე რა… იმედია, საქართველო საბოლოოდ აირჩევს კოვიდის მართვის სწორ გზას… ან მივდივართ ამერიკის გზით, ან ევროპის გზით, ან ისრაელის გზით, ან ღმერთმა დაგვიფაროს, რუსული გზით …. ქართულმა გზამ კი გვაჩვენა რომ დამღუპველია…
ისე, მსოფლიო უკვე მე-3 დოზაზე გადადის,. ევროპის ქვეყნებში 70-90% არიან აცრილები 2-ჯერ და სამედიცინო პერსონალის 90-100% არის აცრილი .შედარებისთვის, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 20% არის აცრილი, სამედიცინო პერსონალის 50%-მდეა მხოლოდ აცრილი და ზოგიერთი ექიმი კითხვის ქვეშ აყენებს ვაქცინაციას! არაპროფესიონალიზმი კლავს!", - წერს ფხაკაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵VIDEO: „იმედის“ ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში საკუთარი ქორწილიდან ჩაერთო
🔵რატომ არ უნდა დალიოთ ყავა გაღვიძებისთანავე - კვლევა და ექიმების მოწოდება