Digest Logo

„რომ ვეუბნებოდი ამას იცინოდა, გაჩერდიო... რა გითხრათ, მეც მკვდარი ვარ, ნიკოსთან ერთად" - ოჯახის წევრის პირველი კომენტარი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაზე

1631795163
ნიკო კვარაცხელია

ვერაზე დაჭრილი 22 წლის ნიკა კვარაცხელია დღეს, 16 სექტემბერს გარდაიცვალა. ის ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდა. მკვლელობის შესახებ პირველ კომენტარს ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში აკეთებენ. 

„ჩემო ძმის შვილო ნიკოლოზ, შემოგევლოს ჩემი თავი შენ. ეს რა ტრაგედია დაგვატყდა თავს. რა უსამართლოა სამყარო, ჩემო ანგელოზო ბიჭო. უნიჭიერესო, უკარგესო, წაგიყვანა ღმერთმა თავისთან და დაგვტოვა გულგახეთქილები, გამწარებულები, შენი დაკარგვით გამოწვეულმა ტკივილმა ჩემი ძმის დაკარგვის ტანჯვა განმიახლა. ღმერთო, როგორი სანუგეშებელია შენი მშობლები", - წერს ოჯახის ახლობელი.

ცნობისთვის, პოლიცია მკვლელობაში ბრალდებულს ქვეყნის მასშტაბით ეძებს.

„1999 წელი იყო განსაკუთრებული, დაიბადა ჯერ ჩემი დუდუ, მერე ჩემი ნიკო.. გუშინ ქალაქის ცენტრში ჩამიცხრილეს ნიკო! ყველაზე ნათელი გონების ადამიანი, ჩვენი იმედი .. რომ ვეუბნებოდი ამას იცინოდა, გაჩერდიო.. 22 წლის ნიკო აღარ გვყავს.. მარტო ჩვენ არა, მსოფლიომ დაკარგა უნიჭიერესი ადამიანი! გამთენიისას გარდაიცვალა 9 ტყვიით! რა გითხრათ, მეც მკვდარი ვარ ნიკოსთან ერთად და არ ვიცი ამ დამპალ ქვეყანას როგორ ვანდო ჩემი შვილის ცხოვრება!! ან თქვენ როგორ უნდა იყოთ მშვიდად აქ, არ მესმის", - წერს ოჯახის ნათესავი.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵თბილისში, ნიკოლაძის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

🔵„მხოლოდ საქართველოში ზეიმობს ეშმაკი! მატულობს კრიმინალი და არ იცი, შემდეგი შენ იქნები თუ არა" - ჟურნალისტი 20 წლის გარდაცვლილზე

🔵„საქართველოს მომავალს მისი მნიშვნელოვანი შვილი მოუკლეს. ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ" - გიორგი კეკელიძე 20 წლის გარდაცვლილზე

🔵თბილისში დაჭრილი 20 წლის ბიჭი ე.წ. კანონიერი ქურდის შვილია

🔵22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის შემზარავი კადრები