პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა, გადაცემაში „იმედის დილა“ საავადმყოფოში არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ინფიცირებულების მოხვედრის შანსი თანდათან მცირდება.
„ჩვენი კლინიკის მაგალითზე მინდა გითხრათ, რომ არანაირი რესურსი აღარ გაგვაჩნია, რომ დამატებითი პაციენტები მივიღოთ, თუნდაც ჩვენი ოჯახის წევრი.
სამწუხაროდ, ამ ეტაპზე კლინიკას ამისი საშუალება არ გააჩნია.
მედპერსონალიც დაინფიცირებულია. თუმცა, ვინც მუშაობს – ექიმები, მედდები და სანიტრები აქ 24 საათის განმავლობაში პაციენტების გადასარჩენად იბრძვიან”, – განაცხადა რატიანმა.
⚪ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
მიუხედავად პანდემიით გამოწვეული რისკებისა, სასოწარკვეთას ქუჩაშიც გამოჰყავხარ... - გეგეჭკორი
ვინ შექმნა კორონავირუსის ვაქცინა?
სისხლის შედედების კოეფიციენტის ანალიზს ვეღარ აკეთებენ, მარაგები ამოიწურა