Digest Logo

კლინიკებში ადგილები იმაზე მეტია, ვიდრე ჩვენ გვგონია - ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

1606141706
გიორგი ფხაკაძე

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე საქართველოში საყოველთაო ლოქდაუნის გამოცხადებას და არსებულ ეპიდვითარებას „დაიჯესტთან“  საუბრისას აფასებს.

აქტიურად მიდის საუბარი, საქართველოში საყოველთაო ლოქდაუნის გამოცხადებაზე. როგორია თქვენი შეხედულება და რამდენად დგას ქვეყანაში დღეს ლოქდაუნის გამოცხადების საჭიროება?

სხვა გამოსავალი საქართველოს ფიზიკურად აღარ დარჩა, არანაირი შანსი ლოქდაუნის გარდა აღარ არსებობს.

ყველა რესურსი ამოვწურეთ და სამწუხაროდ, სხვა გამოსავალი აღარ არის, ფაქტობრივად სხვა შანსი არ არსებობს.

ჩემი როგორც ეპიდემიოლოგის შეფასებით, საქართველოში ეპიდემიას ვერ ვაკონტროლებთ, ქვეყანაში არის უკონტროლო სიტუაცია, ადამიანურ ენაზე ეს ნიშნავს, სრულ კატასტროფას.

საქართველომ გადალახა წითელი ხაზი, იმის უკან უკვე ვეღარ ბრუნდება. ჩვენ უნდა გავაკეთოთ იმ რესურსების მობილიზება, რაც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას აქვს და რაც, ყველაზე მთავარია - არაპროფესიონალური რჩევების გაკეთებისგან თავი მაქსიმალურად შეიკავონ, როდესაც ეპიდ-სიტუაციაზე საუბრობენ.

საველე ჰოსპიტლების არსებობაზე არის საუბარი. თქვენი შეფასებით, რამდენად დგას საქართველოში ამის საჭიროება?

ქვეყანაში საველე ჰოსპოტალების არსებობის საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას. ვინც ამის საჭიროებას ხედავს, არიან არაპროფესიონალები და ცხოვრებაში არ უნახავთ საველე ჰოსპოტლები. აქედან გამომდინარე ყველა უნდა დაფიქრდეს, რასაც ამბობს.

საქართველოს კლინიკებში კი, ადგილები იმაზე მეტია, ვიდრე ჩვენ გვგონია. საქართველო არის კერძო კომპანიების ძეგლი.

ქვეყანაში არის საავადმყოფოები, არის საწოლები, რომლებიც მფლობელებმა დაკეტეს და არ უშვებენ კოვიდ პაციენტებს. მე რო მკითხო ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და არის ფულების კეთება მეტი არაფერი.

ასევე, საველე ჰოსპოტლების გაკეთების შემთხვევაში საჭიროა ექთნები. ჩვენ კი ექთნები არ გვყავს, ვინ უნდა იმუშაოს, როდესაც სამედიცინო პერსონალის 50% ინფიცირებულია.

ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, უკვე ჩამოიშალა. ჯანდაცვის სისტემა ახლა ხელოვნურ სუნთქვაზეა ჩართული და ფილტვები როდის გაეთიშება, არ ვიცით.

ჩემი რჩევა იქნება, თუ მძიმედ არ არიან პაციენტები სჯობია, არ წავიდნენ საავადმყოფოში, რადგან იქ დიდი შანსია ინფექციის აკიდების.

⚪ აგრეთვე წაიკითხეთ:

თუ ოდესმე გიფიქრიათ გმირობაზე - დღეს ზუსტად ეს დროა! - ექიმის მიმართვა

არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ნიმესილი! - რომელი წამლები უნდა დალიოს ინფიცირებულმა?

მარტო „ლოქდაუნი”კოვიდთან ბრძოლის იარაღი არ გახლავთ - გამყრელიძე