ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის მეუღლეს, ექიმ-რევმატოლოგს, ანა თოფურიას კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამასახურში განგვიცხადეს, ცერცვძის მეუღლეს ანას ვირუსი უსიმპტომოდ აქვს და ის მეუღლესთან ერთად სახლში მკურნალობს.
შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსი თენგიზ ცერცვაძესაც დაუდასტურდა, ხოლო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაში იმყოფება.