იაპონელმა მეცნიერებმა კორონავირუსს და თმის ცვენას შორის კავშირი დაადგინეს. ამის შესახებ ტელეკომპანია NHK იუწყება. ინფორმაციას rbc.ru ავრცელებს.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გამოჯანმრთელებიდან რამდენიმე თვეში პაციენტებმა აღმოჩინეს, რომ მათ თმა სცვივათ. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ეს თავად ვირუსის კი არა, არამედ ვირუსის მკურნალობის დროს გადატანილი სტრესის შედეგია.
კვლევებში 63-მა პაციენტმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა საშუალო ასაკი 48 წელია. კვლევებში მონაწილე პაციენტების ნაწილი გამოჯანრთელებიდან რამდენიმე თვეში ასევე სუნთქვის უკმარისობაზე, ყნოსვის დარღვევაზე, ხველაზე და გემოს შეგრძნების პრობლემებზე საუბრობს.
ცნობისთვის, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის 42 089 023 შემთხვევა დაფიქსირდა, 31 233 602 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 144 271 - გარდაიცვალა.