კორონავირუსის გამოჩენიდან დღემდე ეპიდემიოლოგებმა და ექიმებმა ვირუსი კარგად შეისწავლეს. თავდაპირველად თუ ვერ ერკვეოდნენ რა ტიპის ვირუსთან ჰქონდათ საქმე და რა იყო მისი დაძლევის ბერკეტი, ახლა შეძლებისდაგვარად, ვირუსი შესწავლილია.
როგორც თავად ამბობენ, კოვიდ-19-მა მუტაცია განიცადა და ახლა მისი ლატენტურობა მკვეთრად დაბალი იქნება, რადგან მასთან საბრძოლველი მეთოდები არსებობს.
მიუხედავად ამ დამამშვიდებელი პროგნოზისა, არსებობს თანმხლები დაავადებები, რისიც ექიმებსაც ძალიან ეშინიათ.
გთავაზობთ კოვიდ-19-ის 6 სიმპტომს, რისიც ყველაზე მეტად ეშინიათ ექიმებს.
🔴 გულის შეტევა
ვირუსმა შეიძლება, შეუტიოს გულის კუნთს, რაც იწვევს ანთებით პროცესს. აღნიშნული დაავადება მედიცინაში მიოკარდიტის სახელითაა ცნობილი. ამან შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა, დაზიანება, რომელიც დიდხანს გრძელდება ან მუდმივია.
მიოკარდიტის გამო კოვიდპაციენტთა სიკვდილიანობა დაახლოებით 7%-ია.
🔴 სისხლის შედედება
კოვიდმა, ორგანიზმში შეიძლება წარმოქმნას თრომბი. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ კრიტიკულად მძიმე პაციენტთა 20-30%-ში ვითარდება სისხლის შედედება, რაც ხელს უშლის ორგანიზმში ჟანგბადისმიერი სისხლის გადაადგილებას, რაც შეიძლება ფატალური იყოს.
🔴 ფილტვის ფიბროზი
პაციენტებს აღენიშნებათ ფილტვების ნაწიბუროვანი ფიბროზი, რაც ართულებს სუნთქვას და ფილტვებში ჟანგბადის მოხვედრას. ჯერჯერობით გაურკვეველია, ნაწიბურები შეძენილია თუ მუდმივი.
🔴 არითმია
არითმიისას გული არარეგულარულად სცემს. ეს დაკავშირებულია გულის მიოკარდიტთან, მიკრო-ინფარქტთან, რაც ფატალური შედეგით მთავრდება.
🔴 კანის ცვლილება
COVID სიმპტომების გამოკვლევის თანახმად, COVID–ით დიაგნოზირებული ადამიანების 20%–მდე აღნიშნავს, რომ აქვთ კანის პრობლემბები - წითელი, მუწუკებიანი ან ჭინჭრის ციების მსგავსი გამონაყარი.
🔴 უსიმპტომო
კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების 40% ასიმპტომურია. ზოგიერთ მათგანს შეიძლება, არასოდეს გამოუვლინდეს სიმპტომები, რაც პირდაპირ გულისხმობს საზოგადოებასთან კონტაქტს. ეს ართულებს და შეუძლებელს ხდის კონტაქტის მოკვლევას.
აგრეთვე, წაიკითხეთ:
✔️ კორონავირუსის სიმპტომები, რომელთა შესახებ აქამდე არ იცოდით
✔️ კორონავირუსის მკურნალობა ინოვაციური მეთოდით თენგიზ ცერცვაძისგან