გამოცემა Dailymail-ის ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო კომპანია Pfizer-ის ვაქცინამ ორი პაციენტის შემთხვევაში ალერგიული რეაქცია გამოიწვია. დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა ორგანომ ალერგიულ პირებს ვაქცინაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, ორივე ალერგიული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მიუხედავად ამისა, სერიოზული ალერგიული რეაქციის მქონე პირებს ვაქცინაციას არ ჩაუტარებენ. შესაბამისი რეკომენდაცია ყველა კლინიკას გადაეგზავნა.
ცნობისთვის, კომპანიების Pfizer და BioNTech-ის ვაქცინით მოსახლეობის აცრა დიდ ბრიტანეთში 8 დეკემბერს დაიწყო.
როდის არ არის გადამდები კოვიდინფიცირებული? - მარინა ენდელაძე განმარტავს
პაატა იმნაძემ პანდემიის დასრულების დრო დაასახელა
VII, VIII დღესაც, შეიძლება, მსუბუქ პაციენტებში დაიწყოს გართულება - ექიმი