Digest Logo

როდის არ არის გადამდები კოვიდინფიცირებული? - მარინა ენდელაძე განმარტავს

1607427056
ენდელაძე მარინა

ბოლო რამდენიმე კვირაა აქტიურად მიმდინარეობს საუბარი, იმის შესახებ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები, ქუჩაში თავისუფლად მოძრაობენ. 

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღავნელის, მარინა ენდელაძის განმარტებით, მოსახლეობის უმრავლესობა ამ დაავადებას გადაიტანს. ზოგი უსიმპტომოდ, ზოგი საშუალოდ და მძიმედ. ამის შესახებ მან, საქართველოს პირველი არხის ეთერში გადაცემაში „პირადი ექიმი” ისაუბრა.

„თუ უსიმპტომოა პაციენტი, მაგრამ მას დაუდასტურდა კოვიდინფექცია, დადასტურებიდან 10 დღის შემდეგ, ის გადამდები აღარ არის. მას ტესტირება არ სჭირდება და შეუძლია გავიდეს საზოგადოებაში. რაც შეეხება სიმპტომიან პაციენტებს, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის სიმპტომებით, 10 დღე და ამას დამატებული 3 უსიმპტომო დღე. ჯამში 13 დღის შემდეგ, უკვე გადამდები აღარ არიან.

ინფექციის გადადება მეექვსე, მეშვიდე დღიდან უკვე ნაკლებ სავარაუდოა. შეიძლება, „პისიარ“ ტესტი იყოს დადებითი, თუმცა გადამდებლობა უკვე 5, 6, 7 დღის შემდეგ ნაკლებია. თუ 13 დღეა გასული, ის კატეგორიულად არ არის გადამდები, შეიძლება, ტესტი იყო დადებითი, მით უმეტეს „პისიარი“ არის ძალიან მგრძობიარე მეთოდი და შეიძლება, ვირუსის მკვდარი ნაწილაკებიც აღიქვას“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მისივე თქმით, თუკი პაციენტს გამოუვლინდება ცხელება, რესპირატორული სიმპტომატიკა, ადინამია, თავის ტკივილი, ხველა, ყელის ზომიერი ტკივილი, ამ შემთხვევაში ტესტირება პირველივე დღიდან უნდა ჩაიტარონ.

„პისიარი არის ძალიან მგრძობიარე მეთოდი და შეიძლება, ვირუსის მკვდარი ნაწილაკებიც აღიქვას.

შესაბამისად, მისი უტყუარობა დადასტურებულია. წესის მიხედვით, ყველა ოდნავ სიმპტომიანი ადამიანი სასურველია, იყოს თვითიზოლაციაში 12 დღე. ეს მეტად დააზღვევს გარშემომყოფებს და შეამცირებს გავრცელებას” - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

ცნობილია კლინიკები, სადაც კორონავირუსზე უფასო ტესტს გაიკეთებთ

ნაც. მოძრაობის კოვიდინფიცირებული წევრი ქუჩაში სიარულის გამო დააჯარიმეს

სახიფათო სიმპტომები, რომლის დროსაც სახლში უნდა დარჩეთ - გაფრთხილება მამუჩიშვილისგან

სად შეძლებთ იმერეთის მასშტაბით კორონავირუსზე უფასო, სწრაფ ტესტს ჩატარებას

ნუ დადიხართ ავადმყოფები ჯანმრთელებად შენიღბულები - ექიმი