მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ Stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ს კიდევ 4 ადამიანი ემსხვერპლა.
17 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდინფეციით სულ გარდაცვლილია 128 ადამიანი. რაც შეეხება დადასტურებულ შემთხვევებს, მათი რაოდენობა 16285-ს შეადგენს.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ვირუსმა უკვე მოიცვა მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყანა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი 11 მარტს პანდემიად გამოაცხადა.