Digest Logo

კორონავირუსით ინფიცირებულები ჯამურად, დაახლოებით, 1 კილოგრამ კორონავირუსს ატარებენ - ახალი კვლევა

1605682283
ინფექციონისტი, ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში კვლევის შედეგებს აზიარებს.

როგორც კულუმბეგოვი წერს, დღეს მსოფლიოში  კორონავირუსით დაავადებული ყველა ადამიანი ჯამურად დაახლოებით, 1 კილოგრამ კორონავირუსს ატარებს.

„გამოთვალეს, რომ კორონავირუსით დაავადებული თითოეული ადამიანი, ინფექციის პიკის დროს ატარებს 10X9-10X11 ვირიონების რაოდენობას, რომელთა ჯამური მასა 1 µg დან 0.1 mg - მდეა. აღნიშნული ნიშნავს, რომ დღეს მსოფლიოში ყველა კორონავირუსით დაავადებული ადამიანი ჯამურად ატარებს დაახლოებით 1 კილოგრამ კორონავირუსს.

აი, რა გახდა ამ 1 კგ „შავი ჭირის“ მოშორება, ესეთი მოწყვლადები და სახტად დარჩენილები რომ დაგვტოვა“,- წერს ბიძინა კულუმბეგოვი.