Digest Logo

„ყოველ 1 000 ინფიცირებულზე 10-15-17 გარდაცვალება იქნება, მედიცინის კანონია“ - გამყრელიძე

1630245024
ამირან გამყრელიძე

„სამწუხაროდ, ყოველ 1 000 ახალ შემთხვევაზე საშუალოდ იქნება 10-15-17 გარდაცვალების ფაქტი. ეს მედიცინის კანონია და ამ შემთხვევაში ამ დაავადების მიმდინარეობის კანონზომიერება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, გარდაცვალების მაჩვენებელი პროპორციულ დამოკიდებულებაშია ახალ შემთხვევათა რაოდენობასთან.

„სამწუხაროდ, გარდაცვალების ციფრები გვაქვს მაღალი ბოლო კვირების განმავლობაში, რაც დაკავშირებულია ძირითადად შემთხვევების მომატებულ რაოდენობასთან. შემთხვევების რაოდენობა სტაბილიზირდება, მაგრამ გარდაცვალების მაჩვენებელი სამწუხაროდ ჯერ დარჩება, რადგან საკმაოდ ბევრი მძიმე ავადმყოფია კლინიკებში, მხედველობაში მაქვს ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციულ განყოფილებებში. ეს ასეა ყოველთვის, გარდაცვალების გარკვეული პიკი მოსდევს ხოლმე ახალი შემთხვევების პიკს დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ“, – განუცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელს ამირან გამყრელიძემ.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„22 დეკემბერს სიფრთხილით უნდა დაველოდოთ“ - ვანგას წინასწარმეტყველება პანდემიის დასასრულზე

🔵„როგორ დაადასტურებს, რომ თანამედროვე მედიცინა სათანადოდ იცის და კომპეტენტურია?“ - ექიმი გამყრელიძეს უპირისპირდება

🔵„დღესაც მივარდება სატურაცია 85-მდე, მიშველეთ“ - მძიმე კოვიდ ისტორია