ექიმ-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა აცხადებს, რომ კორონავირუსი პატარებში ისევე ვრცელდება, როგორც დიდებში.
მისივე თქმით, ბავშვებში ინფექცია შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა ისინი დაავადების გადამტანები არიან.
„თავიდან იყო მოსაზრება, რომ კოვიდ - 19 ბავშვებში ნაკლებად ვრცელდება, თუმცა, ეს არ დადასტურდა. ეს დაავადება ბავშვებშიც ისევე ვრცელდება, როგორც ზრდასრულებში. ბავშვებს კოვიდ-19 ნამდვილად მსუბუქად გადააქვთ. ამას ჩვენი და მსოფლიო პრაქტიკაც გვიჩვენებს. საბედნიეროდ, ბავშვებში ბევრად ნაკლები გართულებაა, ვიდრე მოზრდილებში.
არის კვლევები, რომლებიც აჩვენებს, რომ თითქოს ბავშვები ნაკლებად გადამდები არიან, მაგრამ ეს პირობითია, იმიტომ, რომ ბავშვებიც გადამდები არიან. ჩვენ გვქონია შემთხვევები, როდესაც ბავშვი სკოლიდან დაინფიცირდა და შემდეგ დაავადება გადასდო ოჯახის წევრებს.
ბავშვებში მსუბუქად მიმდინარეობს კოვიდი, მაგრამ მათ ოჯახში ჰყავთ დედა, მამა, ბებია. მათთან შეიძლება დაავადება წავიდეს მძიმედ“, - განაცხადა გოგინავამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“