სანამ კოვიდით ყოველდღე ამდენი ადამიანი იღუპება, ქვეყანაში გლოვის დღეები გამოცხადდეს, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, გლოვის დღეების გამოცხადება ავტომატურად ნიშნავს „კონცერტომანიის“ დასრულებას.
„მომხრე ვარ სანამ კოვიდით ყოველდღე ამდენი ადამიანი იღუპება ქვეყანაში გლოვის დღეები გამოცხადდეს!!! ეს ავტომატურად გამორიცხავს დაუსრულებელ ტაშ-ფანდურს და კონცერტომანიას!“ - წერს კულუმბეგოვი.
ცნობისათვის, 10 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 5697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 54 პაციენტი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„მე აცრილი ვარ, ჩემი ოჯახის ყველა წევრი აიცრა - ყველას ვურჩევ სასწრაფოდ აიცრას“ - დეკანოზი