Digest Logo

ქუთაისში Covid-19-ს 5 ჩვილი ებრძვის

1606379617
ჩვილი ბავშვი

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ კორონავირუსით ინფიცირებულ 5 ჩვილს მკურნალობენ. ჩვილებიდან ყველაზე მცირე ასაკის 7 დღის, ხოლო ყველაზე უფროსი ერთი თვის არის.

ამ ეტაპზე ინფიცირებული ჩვილების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამ დროისათვის კლინიკაში 129 კოვიდდადებითი პაციენტი რჩება. საერთო ჯამში კი ვირუსი 400-ზე მეტმა პაციენტმა დაამარცხა.