ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სრულ ლოკდაუნს არ ემხრობა. მისი თქმით, მთავრობამ წერტილოვან შეზღუდვებს უნდა მიმართოს, რადგან სრული ჩაკეტვა ეკონომიკურ კატასტროფას გამოიწვევს, რისი ხელმეორედ გადატანაც მოქალაქეებს გაუჭირდებათ.
მედიკოსი ყველაზე მაღალ რისკს საახალწლო ბაზრობებზე ხედავს. ის ამბობს, რომ ბაზრობებისთვის დამახასიათებელი სიმჭიდროვის ფონზე დაწესებული რეგულაციებისა და დისტანციის დაცვა შეუძლებელი იქნება.
„ხშირად ვიმეორებ, სრულ ჩაკეტვას „ლოკდაუნს“ ნამდვილად არ ვემხრობი. იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ მისი დამაზიანებელი შედეგი. საქართველოს ამის გადატანა ხელახლა ძალიან გაუჭირდება.
თუმცა, რაღაც მიზანმიმართული, რასაც წერტილოვან შეზღუდვებს ვუწოდებთ, რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, ამას ცხადია, უნდა მივმართოთ. მაგალითად, ახალი წლის წინ ძალიან მაღალი რისკია იმისა, რომ წინასაახალწლო ბაზრობებზე ბევრი ადამიანი მოიყრის ერთად თავს და საფრთხეა. ისეთი სიმჭიდროვეა, იქ ხალხის ინფიცირების მაღალი რისკი იქნება, ამ მიმართულებით რომ ვიფიქროთ, კარგი იქნება და ა.შ. ცალ-ცალკე გააზრებული უნდა იყოს და არა მთლიანად გადაიკეტოს ყველაფერი, რაც მართლა დამღუპველი იქნება“, - აცხადებს ბუწაშვილი.
⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:
3 წელიწადში კაცობრიობას ახალი პანდემია დაატყდება თავს – ბილ გეითსი
მოემზადეთ ცვლილებებისთვის - რა გავლენას მოახდენს პანდემია სხვადასხვა სფეროში?
კორონავირუსის პანდემიას მსოფლიო მალე დაძლევს - WHO-ს ხელმძღვანელი