Digest Logo

მარტო „ლოქდაუნი”კოვიდთან ბრძოლის იარაღი არ გახლავთ - გამყრელიძე

1606032862
ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ფიქრობს, რომ საქართველოში, სავარაუდოდ, კორონავირუსით ინფიცირებულების დღიური რაოდენობა გამოვლენილ შემთხვევებზე ორჯერ მეტია.

მისივე თქმით, საქართველოში მხოლოდ „ლოქდაუნის“ და სხვა რეგულაციების ამოქმედება გამოსავალი არაა.

„სავარაუდოდ, კორონავირუსით ინფიცირებულების დღიური რაოდენობა გამოვლენილ შემთხვევებზე ორჯერ ან ორ-ნახევარჯერ მეტია. მაგრამ ესენი ძირითადად გახლავთ მსუბუქი ან უსიმპტომო პაციენტები. ეს არის შეფასებითი მაჩვენებელი, რომელიც ითვლება ხოლმე.

აქეთკენაც მივდივართ. მარტო „ლოქდაუნი“ და შეზღუდვები არ გახლავთ ბრძოლის იარაღი. ვაფართოებთ მაქსიმალურად ტესტირებას. იცით, 10-დან 12 ათასამდე ვართ პისიარზე და დაახლოებით, 3 ათასზე გვაქვს ანტიგენის ტესტი“,- განაცხადა გამყრელიძემ „ტვ პირველთან“ საუბრისას.

⚪ აგრეთვე წაიკითხეთ:

რა ეღირება „მოდერნას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა?

ყველა ავადმყოფი და მოხუცი გაქრება - ექიმი ვაქცინაციაზე