საქართველოს დაავადებათა კონტროლოს ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე კორონავირუსით ინფიცირებულებს სახლში მკურნალობისას რეკომენდაციებს აძლევს.
იმნაძის რჩევით, covid 19-ით დაავადებულმა მოქალაქემ ხშირად უნდა იმოძრაოს, მიიღოს ბევრი სითხე და დალიოს ლიონიანი ჩაი.
„იმისთვის, რომ თრომბოემბოლიის რისკი შევამციროთ, მნიშვნელოვანია ბევრი სითხის, წყლის მიღება. ასევე აუცილებელია მოძრაობა.
მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსს საშინელი სისუსტე ახასიათებს, თავს ძალა უნდა დავატანოთ და ბევრი ვიმოძრაოთ. სულ მცირე, უნდა ვიაროთ.
არის გარკვეული ვარჯიშები, რომლებიც უნდა შევასრულოთ. ასევე გაციების დროს ლიმონიანი ჩაი რომ კარგია, ესეც ყველამ ვიცით. ასე რომ, ვინც სახლშია, მიიღოს ბევრი წყალი, იმოძრაოს და ასევე, მიიღოს ლიმონი, რომელსაც სისხლის გამათხელებელი შეიძლება ვუწოდოთ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ეს სამი რეგიონი ყველაზე მეტად საყურადღებოა - გამყრელიძე
როდესაც ადამიანს პირველი სიმპტომი უჩნდება... გახარია გვაფრთხილებს