ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა, ზაზა წერეთელმა კორონავირუსის ინფიცირების მაღალ მაჩვენებელთან დაკავშირებით, საკუთარ Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.
„3666 შემთხვევა...შენ დაუკარ...ჯარიმები გააუქმე, ქორწილები ამრავლე, ყველანი ბათუმში დასასვენებლად, აბა რა... ასე არ ჯობია... შვედეთი და გაერთიანებული სამეფოს მიერ პანდემიის მართვის ლიბერალური პრინციპებიც კი ისვენებს“, - წერს ზაზა წერეთელი.
ინფორმაციისთვის, საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი, ხოლო 1 335 პირი გამოჯანმრთელდა.
👇ასევე დაგაინტერესებთ: