„თუ ადამიანს კორონავირუსის ინფექცია გადატანილი აქვს „ალფა“, „ბეტა“ თუ „დელტა“ ვარიანტით, შეიძლება დაავადების დასრულებიდან მეორე დღეს 50% ჰქონდეს რისკი იმისა, რომ შეხვდეს „ომიკრონი“, – ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა გააკეთა და დასძინა, რომ ასეთ შემთხვევაში, დაცვის შესაძლებლობა არის 50/50-ზე.
მისივე თქმით, გამოსავალი ვაქცინის „ბუსტერ“ დოზის გაკეთებაშია. როგორც კულუმბეგოვმა აღნიშნა, საქართველოში „ბუსტერ“ დოზით ვაქცინირებულია 100 ათასი ადამიანი, რაც საკმარისი არ არის.
„ვირუსით რეინფიცირების მაჩვენებელი როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მთელს მსოფლიოში დაახლოებით ხუთჯერ არის გაზრდილი. დაავადებათა კონტროლის წინასწარი მონაცემებით, ეს 16-17%-ია. რეინფიცირების რისკის ქვეშ დგება ადამიანი, რაც მეტი დროა გასული ვაქცინაციიდან ან ინფექციის გადატანიდან – სამი თვე და მეტი და, რისკის მომატებულია“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„ჩემს სათვალეს გამოვიტან აუქციონზე, გავყიდი და 1 თვის კომუნალურებს გადავიხდი“ - მამა პეტრე კოლხი
🔵 VIDEO: ის, რაც ეთერში არ მოხვდა - როგორ იწერებოდა ელის მარია სააკაშვილის სასცენო დებიუტი