Digest Logo

„მინდა მშობლები დავამშვიდო... მეტი აჟიოტაჟი და პანიკაა, ვიდრე რეალობა“ - ბუწაშვილი

1627416342
ბუწაშვილი

ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა ბავშვებში კორონავირუსის შემთხვევების მატებაზე გადაცემაში „დღის თემა“ ისაუბრა. მისი შეფასებით, მიუხედავად შემთხვევების მატებისა, მდგომარეობა დრამატული არ არის და მშობლების განსაკუთრებული მღელვარების ფონზე ქვეყანაში გადაჭარბებული ჰოსპიტალიზაციაა.

„გავრცელებამ მოიმატა, თუმცა ეს გარკვეულწილად ლოგიკურიც არის. ინფექციების საწყის ეტაპზე ბავშვთა ასაკი შედარებით უკანა პლანზე იყო, ამჟამად ვირუსმა გადაინაცვლა იმ ფენებში, რომელიც პირველ ხანებში არ დაზარალებულა.

მინდა მშობლები დავამშვიდო, რომ მეტი აჟიოტაჟია ვიდრე რეალობა, ბევრი მშობელი შფოთავს და პანიკაა. ბავშვებში შემთხვევები არის, მაგრამ დრამატული სიტუაცია არ არის. მშობლების ნერვიულობის ფონზე გადაჭარბებული ჰოსპიტალიზაცია გვაქვს ბავშვებში. ამის აუცილებლობა ხშირად არც არის ხოლმე, თუმცა, ცხადია ყურადღება გვჭირდება და პირველ რიგში რაც შეგვიძლია არის ის, რომ ბავშვები მაქსიმალურად მოვარიდოთ ხალხმრავალ ადგილებს“, - განაცხადა ინფექციონისტმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ვერც კი ვფიქრობ ოდესმე ერთად როგორ იყვნენ“ - მარიამ გეგუჩაძე მშობლებზე

ნარკოლოგი: კატასტროფაა, რამდენი აფთიაქი დალუქეს, დღეს ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულა - რა ეშველება ამ ადამიანებს

„აქეთ მავიწროვებდნენ მასთან საწოლის გაყოფის სურვილის გამოხატვით“

წყარო: fortuna.ge