Digest Logo

„აქეთ მავიწროვებდნენ მასთან საწოლის გაყოფის სურვილის გამოხატვით“

1627405548
გიორგი კეკელიძე

ჭიათურელი მასწავლებელი როლანდ ხოჯანაშვილი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ხოჯანაშვილის სტატუსს „დაიჯესტი“ უცვლელად გთვაზობთ:

„ავაჰმე, კეკელიძეს დაუწყეს ახლა კინკლაობა? მე კონკრეტული „ქეისები“ არ ვიცი, მაგრამ ეს ნაღდი ამბავია, რასაც დავწერ.

ალბათ ათ წელზე მეტი ხნის ამბავია, ან ცოტა ნაკლები. გიორგის დეიდა და მე ფბ-ზე ვმეგობრობთ და დეიდას ვეძახდი. ერთმა ახალგაზრდა ქალმა ჩათვალა, რომ მე მართლა ვიყავი კეკელიძის ერთ-ერთი დეიდის შთამომავალი. ერთხელ შევხვდი გიორგის, ლიტერატურულ კაფეში და სამახსოვრო ფოტოც გადავიღეთ, ესაა სულ. მაშინ გიორგი არ იყო ბიბლიოთეკის დირექტორი, ბუნებრივია. მისი კარიერის პარალელურად ვცდილობდი, რომ მაქსიმალურად არ შემეწუხებინა, რადგან შემაწუხებელი ისედაც ბევრი ეყოლებოდა

ამას დაუმატეთ ჩემი იმერული კუდაბზიკობა ამიტომ არ ვიყენებდი „გიორგის ნათესაობას“ (ან რაში უნდა გამომეყენებინა?!) და იმ ახალგაზრდა ქალმა გამომღრნა ტვინი - ნათესავია და ჩერეზ შენით მინდა ვეკონტაქტოო. რაი-მეთქი? ყველაფერზე ვარ წამსვლელი, სტენკის დადგმის გარეშეცო! (დაახლოებით ასეთი მიმოწერა გვქონდა!) მერე მიმოწერა წავშალე, ის ქალბატონი წავშალე ფრენდებიდან და ნეტავ შემენახა „ნათესავს“ გამოადგებოდა, რომ აქეთ მავიწროვებდნენ მასთან საწოლის გაყოფის სურვილის გამოხატვით
პ.ს. ახლა ცოტა არეულად მიწერია ესა, მაგრამ როდისმე დავაწყობ, თუ დასჭირდა ჩემს „დეიდაშვილს“.

ცნობისთვის, ქალების გაძლიერების მიზნით, გამოიცა წიგნი, რომელიც 7-მა კაცმა ავტორმა დაწერა. მათგან ერთ-ერთი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძეა. საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა მისი ავტორობა გააპროტესტა, მიზეზად კი კეკელიძის მიერ ქალებზე ძალადობა დაასახელეს.

თავის მხრივ საპასუხო განცხადება გამოაქვეყნა კეკელიძემ, რომელმაც საჯაროდ მოიხადა ბოდიში. ამასთან აღნიშნა, რომ ის მხოლოდ ეფლირტავებოდა ქალებს და არასდროს არავისზე უძალადია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

5 რამ, რაც ციტრამონს დალევამდე უნდა იცოდეთ - მას კამფეტებივით ყლაპავენ, არადა ძალიან საშიშია

„დიდი შურისძიების“ ფარგლებში, გამოვცეთ ქალი მწერლების კრებული კაცური ისტორიებით“

„მიშველეთ, ბავშვს დაუვარდა სატურაცია, ვერ სუნთქავს!“