Digest Logo

„მიუ“ შტამს აქვს მახასიათებლები, რამაც შესაძლოა შემაშფოთებელი გახადოს, მაგრამ ჯერ არ გამხდარა - პაატა იმნაძე

1631734839
პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით „მიუ“ შტამს აქვს ის მახასიათებლები, რამაც ის შესაძლოა შემაშფოთებელი გახადოს, მაგრამ ჯერ არ გამხდარა.

მისივე განცხადებით, საქართველოში „მიუ“ შტამი არ დაფიქსირებულა და აღნიშნა, რომ ახლა ქვეყანაში პრობლემას „დელტა“ და „დელტა +“-ის შტამები წარმოადგენს.

„დღეს, არის შტამები, რომლებიც შეშფოთების საგანია და არის შტამები, რომლებიც არიან ინტერესის საგანი. „მიუ“ შტამი ჯერჯერობით არის ინტერესის საგანი, აი მაგალითად „დელტა“ არის შეშფოთების საგანი. „მიუს“ აქვს ის მახასიათებლები, რამაც ის შესაძლოა შემაშფოთებელი გახადოს, მაგრამ ჯერ არ გამხდარა. ასე, რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, წინასწარ ნუ წავიყრით ნაცარს თავზე. „მიუ“ შტამი კოლუმბიაში წარმოიქმნა ამ წლის დასაწყისში, შეერთებულ შტატებში ჯერჯერობით 0,01%-ია, ჩვენთან საერთოდ არ აღმოჩენილა, თურქეთში 2 შტამი თურქებმა აღმოაჩინეს – ასე, რომ მას ჯერ ფართო გავრცელება არ მიუღია, ის ინტერესის სფერო სწორედ იმიტომ, რომ აქვს გარკვეული მუტაციები, რომლებიც შეიძლება აღმოჩნდეს სახიფათო. ჯერჯერობით დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. მუტაციები სულ იქნება, „მიუ“ იქნება თუ ახლა უკვე სხვა შტამებიც არის ინტერესის სფერო ბერძნული ანბანის სხვადასხვა სახელით, მაგრამ ჩვენ დღეს იმაზე ვიფიქროთ, რაც გვაქვს აქ და რაც პრობლემაა,“ – განაცხადა იმნაძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵დედა სიმსივნით გარდაიცვალა და ისეთი მდგომარეობა იყო, მე არაფერი შემეძლო... - თემო საჯაია

🔵„სალონში 7 საათი ვიჯექი, ჯერ გამიღიავეს, მერე შემიღებეს“ - ნინუცა მაყაშვილმა იმიჯი შეიცვალა

🔵„საკუთარი წამიერი ბედნიერების მრცხვენია“ - სოფო ბათილაშვილის ემოციური პოსტი

წყარო: fortuna.ge