მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა თმის ფერი შეიცვალა. ნინუცა ამბობს, რომ მასზე იმიჯის შეცვლა დადებითად მოქმედებს და არც ექსპერიმენტებს უფრთხის.
„წაბლისფერი თმა გადავიღებე ჟღალად და ძალიან მომწონს. ზოგადად, მიყვარს ცვლილებები, რაც თმას ეხება. ყველანაირი ვარცხნილობა მქონია, გადაპარსვიდან დაწყებული და ყველა ფერად შეღებილი. მიყვარს ექსპერიმენტები და არასოდეს ვნანობ შედეგს. თუ ფერი არ მომეწონა, რა პრობლემაა? გადავიღებავ და, თუ შეჭრილი ან გადაპარსული მომბეზრდა ან აღარ მინდა, გაიზრდება, სად წავა? თმის ისეთი ხარისხი მაქვს, სულ რომ გადავბუგო, არ ზიანდება. თხელი თმა კი მაქვს, მაგრამ არ ფუჭდება და არც პრიალა ეფექტს კარგავს. ახლაც სალონში შვიდი საათი ვიჯექი, ჯერ გამიღიავეს, მერე შემიღებეს და თმის ხარისხს არც დამჩნევია. სამაგიეროდ, მოვიხდინე და მომწონს. არავის ურჩევია, ჟღალი თმა მოგიხდებაო. მე მოვინდომე. მინდა გითხრათ, წინასწარ არაფერს ვგეგმავ, მით უმეტეს, იმიჯთან დაკავშირებით. უბრალოდ, ვიჯექი სალონში, დამარტყა თავში, მომინდა ცვლილება, ჩამოვყევი ტელეფონში ფოტოებს, უცებ ავარჩიე ფერი და გავლამაზდი. შეიძლება, წელიწადში ექვსჯერ მომინდეს თავის გადახალისება ან არც ერთხელ, გააჩნია, როგორ ხასიათზე ვარ. სხვათა შორის, იმიჯის ცვლილება ჩემს განწყობაზე დადებითად მოქმედებს“, - ამბობს ნინუცა „თბილისელებთან“ საუბრისას.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ფარულ მოსმენებზე უვადო პატიმრობა უნდა იყოს“ - მეუფე ნიკოლოზი
🔵„მეორე სართულის მოაჯირიდან გადმოისროლეს - სრული ჯოჯოხეთი გამოვიარეთ...“ - ყორშია
🔵„საკუთარი წამიერი ბედნიერების მრცხვენია“ - სოფო ბათილაშვილის ემოციური პოსტი