Digest Logo

„საკუთარი წამიერი ბედნიერების მრცხვენია“ - სოფო ბათილაშვილის ემოციური პოსტი

1631728647
მარინა ბერიძე და სოფო ბათილაშვილი

მომღერალი სოფო ბათილაშვილის, ქარელში „მთავარი არხის“ ოპერატორის ლევან აბლოთიას დაშავებას ეხმიანება. ბათილაშვილი მომხდარზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს და იმედოვნებს რომ დამნაშავეები სათანადოდ დაისჯებიან.

„არ გაცდიან არაფერს. არც მშვიდად ყოფნას, არც საკუთარი საქმის მიხედვას. ეს რა ხდება! რას ნიშნავს მეორე სართულიდან ადამიანი აიღო და გადაისროლო. ვინც არ უნდა იყოს! რანაირად უნდა გადააგდო, ან რანაირად არ უნდა შეგიტოკდეს რომელიმე ძარღვი, სასწრაფოს გამოსაძახებლად მისამართს გეხვეწებოდნენ და არ უთხრა! და ესენი უნდა დასხდნენ რამის მერებად და რამის ლიდერები ესენი უნდა იყვნენ?

22 წლის ასაკში,როცა ყველაზე ლაღი და პერსპექტიული უნდა იყოს ყოველი დღე ჩემს ცხოცრებაში,ყოველ დღე საკუთარი წამიერი ბედნიერების მრცხვენია,იმდენ ამათი არამზადობით გამწარებულ ადამიანს ვხედავ ამ ქვეყანაში. რატომ, ვინ ხართ, თქვენ რატომ უნდა შეგალიოთ ყველანაირი რესურსი და ძალა! ნორმალურ სახელმწიფოში, აქამდე წასულები იქნებოდით კი არა, გისოსებს მიღმა ისხდებოდით თქვენი მეთაურიანად. მაგის დროც მოვა.

„მთავარი არხის“ ოპერატორი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ძალიან ვთხოვ ყველა ძალას რაც კი სამყაროშია,ეს ბიჭი გამოჯანმრთელდეს და განაგრძოს თავისი საქმის მშვიდობიანად კეთება“, - წერს სოფო ბათილაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„საინფორმაციო სივრცე გეუბნება: „შანსი არ გაქვს!“ ის იძლევა იმპულსს სასოწარკვეთისკენ ან აგრესიისკენ“ - მხეიძე

🔵„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 16 წლამდე განსაკუთრებული რისკჯგუფის ბავშვები ავცრათ“ - თემურ მიქელაძე

🔵რა გავლენას ახდენს Covid-19 მამაკაცის სპერმის რაოდენობაზე?