Digest Logo

მიუხედავად პანდემიით გამოწვეული რისკებისა, სასოწარკვეთას ქუჩაშიც გამოჰყავხარ... - გეგეჭკორი

1605015078
ექიმი ნანა გეგეჭკორი

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ნანა გეგჭკორი სოციალურ ქსელში წერს, რომ ნოემბრის სუსხიან ამინდებში, პანდემიის პიკზე, ქუჩაში აქციების გამართვა სარისკოა. ამასთან, გეგეჭკორი აღნიშნავს, რომ ადამიანებს სხვა გზა არ დარჩენიათ და საკუთარი ხმისა და უფლებების დასაცავად რისკზე წასვლა უწევთ.

ექიმი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ყველა მოქალაქის აქტიური ჩართულობის მნიშნელობასაც უსვამს ხაზს და წერს, რომ აპოლიტიკურობა წარმოუდგენელია, რადგან პოლიტიკა ნებისმიერი ადამიანი ცხოვრებასა და ყოველდღიურობას ცვლის.

„პანდემიის პიკზე, ნოემბრის სუსხიან დღეებში პოლიტიკური პროცესისუჩაში გადატანა უკიდურესად სახიფათოა. კარგად მესმის, იმ ადამიანების, ვისაც უკვე დასაკარგი აღარაფერი დარჩა და უუფლებობას, სიღარიბეს, უპერსპექტიოვაბას აპროტესტებს... აღარავინ დაობს, რომ არჩევნები დარღვევებით ჩატარდა. ხმის უფლების წართმევით ადამიანებს ერთმევათ უკანასკნელი ბერკეტი საკუთარ და შვილების მომავალზე იქონიონ გავლენა. ბუნებრივია, ასეთ დროს გაბრაზებას და სასოწარკვეთას ქუჩაშიც მიყვები, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული რისკებისა.

ჩვენი, ყველას პასუხისმგებლობაა იმ ადამინების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ვინც ნოემბრის სუსხიან დღეებს ქუჩაში ატარებენ, მათიც ვინც სახლში შეშინებულნი საათობით ელოდებიან დახმარებას ან ადგილებს ჰოსპიტლებში. მთავარი პასუხისმგებლობა კი მაინც აკისრიათ, მათ ვისაც მართვის რეალური ბერკეტები გააჩნიათ და შეუძლიათ რეალური ცვლილებების განხორციელება.

ყოველთვის ვარიდებდი თავს პოლიტიკაზე საუბარს. მოტივი აპოლიტიკურობა არასდროს ყოფილა. პოლიტიკა ქმნის ჩემი ცხოვრების დღის წესრიგს და განაპირობებს ჩემი შვილების მომავალს. უგონო საქციელი იქნებოდა არ მაინტერესებდეს და არ ვცდილობდე იმ პროცესებში მონაწილეობას რაზეც ჩემი და ჩემი ოჯახის მომავალია დამოკიდებული.

მოტივი ჩემი სიჩუმის იყო უკიდეურესად პოლარიზებული საზოგადოება. მუდმივად ვცდილობ, ყველას ჰქონდეს განცდა რომ მათი ვარ, რომ ყველას შეუძლია მენდოს როგორც ექიმს. მინდა ყველამ იცოდეს, ჩემი პოლიტიკური, რელიგიური, თუ პირადი შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე ვერასდროს გადაკვეთს ჩემს პროფესიულ ხედვებს. ჩემთვის ადამიანია ყველაზე დიდი ღირებულება მიუხედავად მრწამსისა.
ამავე დროს, ექიმებსაც ისევე გვაქვს უფლება პოლიტიკური პროცესებით დაინტერესებისა როგორც ფეხბურთელებს, რეგბისტებს, მოჭიდავეებს, მასწავლებლებს, მომღერლებს, მოცეკვავეებს, ისტორიკოსებს თუ ეკონომისტებს. ყველაფერი რაც ჩვენს ირგვლივ ხდება გვეხება და ცვლის ჩვენს ყოველდღიურობას. ამიტომაც ყველანი ვართ ვალდებულნი ჩვენი წვლილი შევიტანოთ სამართლიანობის დაცვაში. ვისაც როგორ შეგვიძლია...

სად ვიყავი 8 წელი? ან იმის წინა 9 წელი? ყოველთვის ვიდექი იქ, სადაც ეხლა ვარ, თავისუფლების, სამართლიანობის, ადამიანების მხარეს... უბრალოდ თქვენ არ მიცნობდით“, - წერს ნანა გეგეჭკორი.

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ვაშაძე სკანდალურ განცხადებაზე განმარტებას ავრცელებს

თუ ეს ადამიანი თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის! - ჟორჟოლიანი ვაშაძეზე

გრიგოლ ვაშაძე ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს?