Digest Logo

მოციმციმე ჯოჯოხეთი: როგორ დავიცვათ თვალები პანდემიის დროს?

1605964086
თვალები და პანდემია

ნიღბებს ამოფარებულნი ემოციებისა და ინდივიდუალურობის გამოსახატად მთლიანად თვალებზე ვართ მინდობილნი. ახლა მათ იმაზე მეტი დატვირთვა უწევთ, ვიდრე ოდესმე. არავერბალურ კომუნიკაციას რომ თავი დავანებოთ, თვალებს საუბრის დროსაც კი ვძაბავთ.

ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადჰყო, რომ პანდემიის შემდეგ საზოგადოების ნაწილს თვალის პრობლემები დაწყო. გამოკითხულთა 22% აღნიშნავს, რომ ლოქდაუნის შემდეგ მათი მხედველობა გაუარესდა. მიზეზს კი თავადაც ხსნიან: როცა პირბადე გიკეთია, თვალებს უფრო მეტ ძალას ატან.

ოპტიკოსი დენიელ ჰერდიმან-მაკარტნი ერთ მოსაწყენ და გაზეპირებულ რჩევას კიდევ ერთხელ გვიმეორებს - არ გამოიყენოთ ტექნიკა დაძინებამდე ერთი საათით ადრე, თუმცა იმასაც ვრცლად განმარტავს, რომ ვერსია იმის შესახებ, თითქოს გამოსხივების მქონე ტექნოლოგია თვალს აზიანებდეს, მცდარია. ამის მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს. რჩევა კი, რომლის გათვალისწინებასაც დაჟინებით გვთხოვს, გრძელვადიან პერსპექტივაში გამოსადეგია - თვალის ბადურა დროთა განმავლობაში შესაძლოა, დაზიანდეს.

მაკარტნი ფულის დაზოგვისკენაც მოგვიწოდებს და გვირჩევს, დავანებოთ თავი ძვირად ღირებული, ე.წ. კომპიუტერისგან დამცავი სათვალეების ყიდვას. მისი თქმით, ეს ფულის უაზრო ფლანგვაა.

„არქიტექტორები ან ბუღალტრები თვალის პრობლემებზე უფრო ადრე ჩივიან, ვიდრე ლანდშაფტის მებაღეები”, - ამბობს ჰარდიმან-მაკარტნი. ამით იმის თქმა უნდა, რომ თვალების სიჯანსაღე მისი დაძაბვის ხარისხზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება პანდემიას - „თუ ლოქდაუნი გაგრძელდება და ჩვენ მოგვიწევს უფრო მეტი დრო გავატაროთ გაჯეტებთან“ იწყებს ის და ტექნოლოგიასთან ურთიერთობის პრინციპებს გვიზიარებს.

თუ პანდემიის დაწყების შემდეგ შეამჩნიეთ, რომ თქვენი მხედველობა გაუარესდა, პასუხი შეიძლება იყოს ის, რომ თქვენი თვალები გადაიღალა. ისინი, სავარაუდოდ, უფრო მეტად იტვირთებიან სახლიდან საოფისე საქმეებზე კონცენტრირების დროს. თქვენ ხომ სახლში არ გექნებათ ისეთი კომპიუტერები, როგორც სამსახურში. პატარა ლეპტოპი თვალს უფრო მეტად ღლის, ვიდრე დიდი მონიტორი.

თვალის დაძაბულობის შესამცირებლად, ოპტიკოსთა კოლეჯი გირჩევთ:

  • განათავსოთ თქვენი მონიტორი ისე, რომ იგი თვალებიდან 40-დან 76 სმ-მდე, დაახლოებით მკლავის სიგრძით იყოს დაშორებული.

  • ეკრანი თქვენგან 10-20-გრადუსიანი კუთხით უნდა იყოს განთავსებული.

  • ტელეფონები და ტაბლეტები დაიდეთ მუხლებზე. მოათავსეთ თვალიდან, დაახლოებით, 90 გრადუსით, როგორც წიგნს კითხულობთ - თვალის კუნთებისთვის ნაკლებად იძაბება, როცა ოდნავ დაბლაა დახრილი.

  • 20/20 წესი
    ყოველ 20 წუთში, 20 წამის განმავლობაში დაათვალიერეთ 20 კმ-ით დაშორებული გარემო.


წყარო: www.theguardian.com