პედიატრი თემურ მიქელაძე მოსახლეობას ბუსტერდოზით აცრისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, აცრა მნიშვნელოვანია რისკჯგუფებისთვის.
„ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს განსაკუთრებული რისკჯგუფის პაციენტები და 50 წელს გადაცილებული პაციენტი იყვნენ სამჯერ აცრილები.
ევროპასა და იგივე იაპონიაში 75-80% აცრილია და, შესაბამისად, სიკვდილიანობა პრაქტიკულად არ არის.
არასოდეს გადავდოთ ქრონიკული პათოლოგიის მქონე პაციენტისთვის ვაქცინაცია. ვაქცინა არაფერს ავნებს.
ამიტომ, სწორედ ეს მოწყვლადი ჯგუფები უნდა იყვნენ აცრილები, მათ შორის რისკჯგუფებში შემავალი ბავშვები.
მთავარია, ეს ფენები გადავარჩინოთ და სწორედ მათთვის არის აუცილებელი ბუსტერ დოზებით ვაქცინაცია“, - განაცხადა მიქელაძემ გადაცემაში „იმედის დილაში“.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„რაც სამთო კურორტებზე ხდება ღორობა ჰქვია და მეტი არაფერი... დახურეთ “ - რას წერს ნინო თარხნიშვილი