85 წლის ასაკში პოეტი რეზო ამაშუკელი გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში მწერალი ზვიად კვარაცხელია გამოეხმაურა და დაწერა, რომ მას პოეტის ცხოვრებით არასოდეს უცხოვრია.
„რეზო ამაშუკელს არ უცხოვრია პოეტის ცხოვრებით, ამიტომ მისგან ტერენტი გრანელის გამოყვანა არ გამოვა.
მას იზიდავდა ძალაუფლება და პატივი, ხიბლავდა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების ჯანდაბაში გასტუმრება – ტრიბუნიდან, ხმამაღლა, ზოგჯერ სახიფათოდ, ზოგჯერ კი ღვარძლითა და უკიდურესი ცინიზმით.
„მე კომუნისტი კაცი ვარ, მაგრამ პატრიარქის დაკიდებული ჯვრით დავდივარ“ – მის პოეზიაზე აღმატებით საუბრისას ეს ორმაგი მორალიც არ დაგვავიწყდეს.
ეს ჩვენი საზოგადოების, თითოეული ჩვენგანის მემკვიდრეობაა, უბრალოდ რეზო ამაშუკელმა გაახმოვანა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი პათოსითა და არტისტიზმით, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ რეზო ამაშუკელის ბიოგრაფიაში მოკავშირის დამფუძნებელი ყრილობა და „გიხაროდენ” უფრო ბრწყინავს, ვიდრე მისი პოეზია. თვითონ გადაწყვიტა ასე, მგონი ასე ერჩია თვითონაც“, - წერს ზვიად კვარაცხელია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„მომღერლებს 50 ლარი სანატრელი აქვთ” - რას ჰყვება გიორგი სუხიტაშვილი
VIDEO: ნინი წიკლაურისა და მისი დის შეხვედრა წლების შემდეგ - ემოციური კადრები
„კორონა ჩვეულებრივ გრიპად გამოაცხადა და სტატისტიკის გამოცხადება შეწყვიტა“ - რას წერს ნოე სულაბერიძე