
ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სამთო კურორტებზე ძალიან რთული სიტუაციაა და ეს ყველაფერი ცუდად აისახება ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე. ის სკოლების დახურვის მაგივრად სამთო კურორტების დახურვას ითხოვს.
„სკოლების დახურვაზე ფიქრი კი არა, სამთო კურორტები დახურეთ იმიტომ, რომ ამ გაგანია ომიკრონში, ყველაზე უპასუხისმგებლო ბიზნესი აღმოჩნდა+ყველაზე უპასუხისმგებლო ტურისტებით და დამსვენებლებით.
აი, სულ არ მადარდებს ახლა მათი განცდები ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით.
იქ, სადაც არ აღიარებენ საფრთხეს, უწუ-მუწუების დრო აღარაა. ბოდიში!
ფულის გაკეთება თუ გინდა, ცოტა მეტი პასუხისმგებლობაც უნდა გქონდეს.
იმას, რაც სამთო კურორტებზე ხდება ღორობა ჰქვია და მეტი არაფერი!
აქ არავინ გამომიხტეს გაჭირვებული ბიზნესის ხმალამოღებული დამცველი, პასუხს არ ვაგებ“, - წერს ნინო თარხნიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„მომღერლებს 50 ლარი სანატრელი აქვთ” - რას ჰყვება გიორგი სუხიტაშვილი
VIDEO: ნინი წიკლაურისა და მისი დის შეხვედრა წლების შემდეგ - ემოციური კადრები
„კორონა ჩვეულებრივ გრიპად გამოაცხადა და სტატისტიკის გამოცხადება შეწყვიტა“ - რას წერს ნოე სულაბერიძე