საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში გადავიდა, - ამის შესახებ მეზვრიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე წერს.
კორონავირუსით ინფიცირებულ დაცვის თანამშრომელთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში იმყოფება პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. კოვიდ-19 დღეს პრემიერ-მინისტრის პირადი დაცვის კიდევ ორ თანამშრომელს დაუდასტურდა. თვითიზოლაციაშია აგრეთვე ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.