ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ისრაელში და დიდ ბრიტანეთში, სადაც „დელტა“ შტამი დომინანტია, სიკვდილიანობის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. მისივე განმარტებით, ეს შედეგი მაღალეფექტური იმუნიზაციის პროცესითაა განპირობებული.
„ციფრები ჯიუტია. ნახეთ ისრაელი და დიდი ბრიტანეთი … ორივე ქვეყანაში კორონა ვირუსის „დელტა“ ვარიანტი უკვე დომინანტია და რას ვხედავთ?! – სიკვდილიანობა ორივე ქვეყანაში საკმაოდ დაბალია. რატომ?! – მაღალეფექტური ვაქცინების შედეგად..
ვინც რა უნდა თქვას, ეს ვირუსი უკვე დამარცხების გზაზეა. მაგრამ, ვინ დაამარცხებს პირველი, ეს არის მთავარი და გვახსოვდეს, ვინც დაამარცხებს, ის მიიღებს ეკონომიკურ „ბონუსებს“ … საქართველოში ჩვენ ჩვენს თავს თუ არ მივხედავთ (ჯერჯერობით, რა ვიცი), ევროპელი და ამერიკელი მეგობრები სექტემბრიდან/ოქტომბრიდან მოგვხედავენ. ყველაფერი კარგად იქნება
ჯანმრთელობას გისურვებთ“, – წერს გიორგი ფხაკაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„გუშინ ვიყავი ჭორვილაში ,კეთილი შურით ვუყურებდი..." რას წერს თათარაშვილი ბიძინა ივანიშვილზე
„თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ..."- რას წერს სალომე ფაცაცია ლევან რატიანზე