Digest Logo

მზად ვარ, ვიმუშაო მორიგე ექიმად, იქ სადაც ამის საჭიროება იქნება – სერგეენკო

1605553923
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიტატი საბურთალოზე

მზად ვარ, ვიმუშაო მორიგე ექიმად, იქ სადაც ამის საჭიროება იქნება –  ეს განცხადება „ქართული ოცნების“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, დავით სერგეენკომ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 16 ოქტომბერს გააკეთა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არჩევნების მეორე ტურისთვის პანდემიით განპირობებული შეზღუდვების ფონზე, აქტიურად ემზადება:

„მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ოპოზიცია, არჩევნების მეორე ტური მაინც შედგება. ჩვენ ვემზადებით იმ შეზღუდვების პირობებში, რასაც პანდემია გვიწესებს. მაქვს პასუხისმგებლობა ჩემი ამომრჩევლის წინაშე, რომ მეორე ტური მივიყვანო ბოლომდე, მაქსიმალურად უსაფრთხოდ და გამჭვირვალედ, თუმცა მერე ვფიქრობ, რომ თუკი კლინიკებში საჭირო გახდება (ჩემი სპეციალობა რეანიმატოლოგიაა), დავახმარო ჩემი ცოდნა და გამოცდილება. მარტივად რომ ვთქვათ, მზად ვარ ვიმუშაო მორიგე ექიმად, იქ სადაც იქნება ამის საჭიროება“, – განაცხადა სერგეენკომ.


⚪აგრეთვე წაიკითხეთ:

დაავადება მოულოდნელად გაქრება - ფსიქოლოგი, რომელმაც კორონავირუსი იწინასწარმეტყველა, დასასრულსაც გვიყვება

კოვიდ-19 ბავშვებშიც ისევე ვრცელდება, როგორც ზრდასრულებში - გოგინავა