Digest Logo

ნახეთ, ვის შეუძლია ბინაზე ვაქცინის გაკეთება

1627658941
ვაქცინაცია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ბინაზე ვაქცინაცია მხოლოდ მწოლიარე პაციენტებისთვის ხორციელდება. გაბუნიას განმარტებით, ამ ეტაპზე ასეთი პაციენტებისთვის ვაქცინაცია დაშვებულია მხოლოდ „სინოფარმისა" და „სინოვაკის" ვაქცინებით, თუმცა არ გამორიცხა, რომ ეს შესაძლებლობა „ფაიზერისა" და „ასტრაზენეკას" მსურველებზეც გავრცელდეს.

როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, იმ მოქალაქეებმა, რომელთაც მსგავსი მომსახურების მიღება სურთ, უნდა დარეკონ 15 22-ზე.

„ბინაზე აცრა მობილური ჯგუფების საშუალებით არის მხოლოდ საწოლს მიჯაჭვული ისეთი პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ მძიმე ქრონიკული დაავადება, არიან მწოლიარე და მათი გადმოყვანა სამედიცინო დაწესებულებაში ვერ ხერხდება. ამ მოქალაქეებისგან ჩვენ ვიღებთ დიდი ხანია 15 22-ზე შეტყობინებებს ვაქცინაციის ბინაზე ჩატარებასთან დაკავშირებით და მიმდინარე პერიოდში ტარდება ვაქცინაცია "სინოფარმითა" და „სინოვაკით", თუმცა სამომავლოდ ვფიქრობთ, რომ შესაძლოა ეს „ფაიზერის" და „ასტრაზენეკას" ვაქცინაზეც გავრცელდეს. მობილური ჯგუფი მიდის ბინაზე სასწრაფო გადაუდებელ დახმარების სამსახურთან ერთად, ბინაზე ტარდება ვაქცინაცია, იქ რა თქმა უნდა, დაკვირვების პერიოდიც არის გათვალისწინებული. აჭარაც გააქტიურებს ამ სერვისს მოკლე ხანში და ასევე, შესაძლებელი იქნება სხვა რეგიონებშიც", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„ან გაუგოს უცნაურ ხალხს ან დაახვიოს" - ნახეთ, რას ჰყვება შოთა ია­თაშ­ვი­ლი

რა შემთხვევაში მოგიწევთ მეორე დოზის დროს ვაქცინის ჩანაცვლება - კულუმბეგოვის განმარტება

„თუ ინფიცირებულების რაოდენობა ამ ნიშნულს მიაღწევს, ქვეყანამ შეზღუდვები უნდა დააწესოს“ - კულუმბეგოვი