Digest Logo

ნათია თურნავა თვითიზოლაციაში გადავიდა

1604303657
ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი თვითიზოლაციაში იმყოფება, - ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

„კოვიდინფიცირებულთან მჭიდრო კონტაქტის გამო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა თვითიზოლაციაში გადავიდა. ამ ეტაპისთვის, მას არ აღენიშნება კოვიდ 19-სთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი და თავს კარგად გრძნობს“, - აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

თვითიზოლაციაშია მთავრობის მეთაური, გიორგი გახარიაც.