მომღერალ ნოდიკო ტატიშვილს რამდენიმე საათის წინ კორნავირუსი დაუდასტურდა. როგორც მან „დაიჯესტთან“ საუბრისას განაცხადა, არანაირი სიმპტომი არ აქვს და ტესტი მხოლოდ იმიტომ გაიკეთა, რომ ინფიცირებულთან ჰქონდა შეხვედრა:
„რამდენიმე დღის წინ, ერთ ადამიანთან მქონდა შეხვედრა. მეორე დღეს გაიგო, რომ ინფიცირებულია. ამ დღის შემდეგ მეც თვითიზოლაციაში გადავედი, 6 დღეა არავისთან მქონია კონტაქტი, შესაბამისად ვერავის გადავდებდი. სიმპტომები არ მაქვს, თუმცა ტესტი მაინც გავიკეთე. აღმოჩნდა, რომ კოვიდდადებითი ვარ. ახლა ექიმების რეკომენდაციებს ველოდები.
„მინდა საზოგადოებას სიფრთხილესკენ და რეგულაციების დაცვისკენ მოვუწოდო. ატარეთ პირბადეები, დაიცავით დისტანცია", - ამბობს ნოდიკო.