Digest Logo

ნოემბერში შეიძლება, დღეში 3-5 ათასი დაინფიცირება იყოს - გამყრელიძე

1603383724
დაავადებათა კონტროლის ცენტრი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის პიკი ნოემბრის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი. გამყრელიძე ყოველდღიურად 3-5 ათასი ადამიანის დაინფიცირებას ვარაუდობს.

„სექტემბერში ინსტრუმენტები გვეუბნებოდნენ, რომ ზრდა გვექნებოდა. გარკვეულად მივყვებით, მაგრამ ცოტა მეტი გვაქვს. ამიტომ ხელმეორედ უნდა დავთვალოთ ნოემბრის პროგნოზები. ზოგადად მაშინ ასეთი დათვლა იყო, რომ სადღაც ნოემბრის შუა რიცხვებში უნდა შევდიოდეთ პიკში. ეს პიკი შეიძლება იყოს 3-4 და 5 ათასი დღიურად, მაგრამ არ გვინდა, რომ გვქონდეს 3 და 4 ათასი“, - განაცხადა გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ცნობისთვის, დღეს 21 ოქტომბერს საქართველოშ ვირუსის 1595 შემტხვევა გამოვლინდა, აქედან თბილისში 563 დაფიქსირდაშემთხვევა, აჭარაში - 389, იმერეთში - 335, ქვემო ქართლში - 77, შიდა ქართლში - 69, გურიაში - 53, სამეგრელო და ზემო სვანეთში - 42, კახეთში - 17, მცხეთა-მთიანეთში - 26, სამცხე-ჯავახეთში - 24, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 0.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

თბილისში კორონავირუსის 563 ახალი შემთხვევა დადასტურდა - სტატისტიკა რეგიონების მიხედვით

მსოფლიოში Covid-19-ით 1,3 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა - განახლებული სტატისტიკა

1595 - ინფიცირების კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელი - განახლებული სტატისტიკა