Digest Logo

ნოემბრიდან აშშ-ში ჩასვლა სავარაუდოდ „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ აცრილ უცხოელებსაც შეეძლებათ

1632759720
აშშ და ჩინური ვაქცინა

„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ნოემბრიდან აშშ-ში ჩასვლა სავარაუდოდ „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ აცრილ უცხოელებსაც შეეძლებათ. 

როგორც გამოცემა წერს, აშშ ნოემბრიდან აპირებს, გაუხსნას კარი საერთაშორისო მოგზაურებს, თუმცა აშშ-ში ჩასვლისთვის აუცილებელი იქნება ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა.

ამასთან, „ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, აშშ-ში ჩასვლას შეძლებენ მხოლოდ ის უცხოელები, ვინც აშშ-ის მედიკამენტების სააგენტოს ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინით არიან აცრილები. „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ გარდა, ასეთი ვაქცინებია ჩინური „სინოვაკი“ და „სინოფარმი“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„შემზარა იმან, რომ წუხანდელ ნიკაში ვნახე ისევ ის პროკურორი, მე რომ 25 წლიანი პატიმრობა გამომიცხადა“ - გვარამია ნათელაშვილის მწარე დაპირისპირება

🔵„გარდაგვეცვალა სამების ლავრის მონასტრის საძმოს წევრი ბერ-დიაკვანი“ - ანთიმოზ ივერიელი სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს

🔵დავით სოკოლოვი გარდაიცვალა

წყარო: 1tv.ge