„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას უპირისპირდება. ნათელაშვილი წერს რომ ნიკა გვარამია არ იცვლება და მისი უკან ისევ ის პროკურორი იმალება, რომელსაც ნიჭიერი ახალგაზრდობა არ უყვარს.
„თქვენთან ერთად მეც შემზარა წუხელ მთავარ არხზე გათამაშებულმა სცენამ - რაც შეიძლებოდა დამაჯერებელი გაეხადათ სამარცხვინო იფსოსის ე. წ რეიტინგული კვლევები ლეიბორისტულ პარტიასთან მიმართებით და ვფიქრობ მიიღეს საპირისპირო შედეგი. მიშა ქუმსიშვილმა თავისი სიმშვიდითა და მაღალი ინტელექტით ასევე სრულად მოიგო ორთაბრძოლა - კალაძე ორი.
მთლიანობაში კი 25 წელზე მეტია მიხეილ სააკაშვილი ჯერ ჟვანიასთან, მერე ივანიშვილთან და ახლა ნიკა გვარამიასთან ტანდემში, ასე იწყებს ჩვენთვის არჩევნების გაყალბებას - ჯერ სამარცხვინო რეიტინგები, მერე არჩევნების დღეს იგივე ეგზიტ - პოლები და ბოლოს - გაყალბებული საარჩევნო ოქმები. ანუ ძაღლის კუდი არ განემართების კიდევ ერთხელ დადასტურდა. ნიკა გვარამიასთან ყოველთვის ვცდილობ მხოლოდ კარგი გავიხსენო და ასეთი კადრები გონებაში ნამდვილადაა, ვადასტურებ იმასაც, რომ იგი უდავოდ უაღრესად ნიჭიერი მედია მენეჯერია, მაგრამ შემზარა იმან, რომ წუხანდელ ნიკაში ვნახე ისევ ის პროკურორი, მე რომ 25 წლიანი პატიმრობა გამომიცხადა და თანაც „ბავშვიყლაპია,“ რომელსაც ნიჭიერი ახალგაზრდობა არ უყვარს. მეტი რა ვთქვა.
P.S. რაც მთავარია მე მუდმივად მაწუხებს კითხვა - რა განსხვავებაა ჩემთვის და რაც მთავარია ქვეყნისთვის ივანიშვილი გაგვიყალბებს არჩევნებს, სააკაშვილი თუ ორივე გუნდი ერთად?“ - წერს შალვა ნათელაშვილი.
საპასუხოდ ამავე პოსტის კომენტარებში გვარამიამ დაწერა:
„პასუხსაც არ გაგცემთ, ბატონო შალვა. უკვე ღირსების საკითხია, თქვენთან დამშვიდობება. და ბავშვიყლაპია მე კი არ ვარ, თქვენ ხართ - 25 წელი რომ სამ ტანცუიუ სამ პაიუს აკეთებთ პარტიისგან, რომელიც ჯერ კიდევ 20 წლის წინ რეიტინგები ლიდერი იყო და დღეს, თქვენი ეგოცენტრიზმის გამო ერთი მისხალით არ გაზრდილა. დიდი ტემპით და შეუქცევადად დეგრადირებს. სრულიად ცხადია, რომ სანამ არსებობთ მაგ პარტიის ბავშვი ყლაპიაც, დიდებყლაპიაც თქვენ ხართ, და პოლიტიკაში უკვე ქარიყლაპიად იქეცით ერთიდა იგივე ტექსტების გამეორებით უკანასკნელი 20 წელის განმავლობაში და სრულიად არასერიოზული აღქმის პერსონად საკუთარი თავის გამოძერწვაში (არადა შეუძლებელია თქვენი ნიჭიერების არაღიარება). მაგრამ, ეს თქვენი არჩევანია. ჩემთვის გულდასაწყვეტი არჩევანი.
დღეს ედისონის კვლევები ქვეყნდება ფორმუlლაზე. დაველოდები შედეგებს. და თუ ეს შედეგები ჩვენსას დაემთხვევა, ან ბოდიშს მოხდას აირჩევთ, ან პოლიტიკური სახადი გახდებით.
სხვაფრივ მშვიდობით მეყოლეთ. ნუ შეგეშინდებათ, თქვენს თხოვნა-მუდარა-შემოთავაზებენზე არსად არავისთან არასდროს არ ვისაუბრებ“, - წერს ნიკა გვარამია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ყველაზე მწარე დღე გაგვითენდა“ - ვინ იყო 17 წლის ახალგაზრდა, რომელიც უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა