Digest Logo

„ომიკრონი“ 3-4-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, უფრო ბევრი ადამიანი დაინფიცირდება მოკლე დროში“ - გიორგი ფხაკაძე

1639378368
გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, ახალი შტამისგან თავდასაცავად ვაქცინის მესამე დოზით აცრა საუკეთესო დაცვის საშუალებაა. 

მისი თქმით, ახალი შტამისგან თავდასაცავად ვაქცინის მესამე დოზით აცრა საუკეთესო დაცვის საშუალებაა.

სიახლეები „ომიკრონის“ შესახებ. ნელ-ნელა გვაქვს მცირე და საინტერესო სიახლეები.

„ომიკრონი“, სავარაუდოდ, 3-4-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, შესაბამისად უფრო ბევრი ადამიანი დაინფიცირდება მოკლე დროში.

„ომიკრონით“ რეინფიცირების შანსი კოვიდინფიცირებულებში სავარაუდოდ 5-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ვაქცინირებულებში (სავარაუდოდ „დელტას“ სტატისტიკას წაჰყვება) - შესაბამისად, „ფაიზერით“ ან „მოდერნათი“ 2-ჯერ ვაქცინირებულები უფრო დაცულები არიან. გახსოვდეთ ვაქცინა 100% დაცვას არ იძლევა.

ასევე დადასტურდა 2-ჯერ ვაქცინირებულებში ინფიცირება (რატომ, ეს კიდევ უნდა დადგინდეს, მიზეზი შეიძლება იყოს ვაქცინის ტიპი, ვაქცინაციის დრო - 6 თვეზე მეტი გავიდა, ან კიდევ სხვა რისკფაქტორები). გვახსოვდეს, საკმაოდ მცირე ინფორმაცია გვაქვს ჯერჯერობით.

ბუსტერ დოზები არის დღესდღეობით პირველი რიგის „თავდაცვის“ საშუალება. შესაბამისად, მე-3 დოზა „ფაიზერის“ ან „მოდერნას“ ვაქცინები უნდა იყოს პრიორიტეტული. სავარაუდოდ, ბუსტერი გაზრდის დაცვას „ომიკრონისგან“.

პირველადი მონაცემები სამხრეთ აფრიკიდან (ოპტიმისტური, მაგრამ მაინც უნდა დაველოდოთ 2-3 კვირა უფრო სრული სურათისთვის) აჩვენებს, რომ „ომიკრონი“, სავარაუდოდ, უფრო იოლ ფორმაშია, ვიდრე „დელტა“ და „ბეტა“ ვარიანტები.

კოვიდ ვირუსი არსად წასულა. გაუფრთხილდით ერთმანეთს. გახსოვდეთ:

🔴 აიცერით „ფაიზერით“ ან „მოდერნას“ ვაქცინით.

🔴 ბუსტერ დოზები „ფაიზერით“ ან „მოდერნათი“. არ გადადოთ.

🔴 გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე.

🔴 გაანიავეთ დახურული სივრცეები ყოველ 15-20 წუთში.

🔴 დაიცავით დისტანცია (1 მეტრი მაინც)

🔴 დაიბანეთ ხელები (საუკეთესოა, საპნით)

იფიქრეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ, შეაჩეროთ ეს ვერაგი ვირუსი.

აერიდეთ ყალბ ინფორმაციებს. ყალბი ინფორმაციის გავრცელება უდრის ვირუსის გავრცელებას.

იყავით პოზიტიურები და გახსოვდეთ, რომ ჩვენ ამ ვერაგ ვირუსს მხოლოდ ერთობლივი ძალებით თუ დავამარცხებთ.

ყველაფერი გავაკეთოთ, რომ არ ჩავკეტოთ ქვეყანა. ვუთხრათ არა ლოკდაუნს და მოვარჯულოთ ეს ვირუსი ყველაფერი არის ჩვენს ხელში, ყველაფერი იქნება კარგად.

ჯანმრთელობას გისურვებთ“, - წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 12 ქვეყანაში დაფიქსირდა. ახალი შტამის გამო ევროპამ, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა აფრიკის 7 სახელმწიფოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტეს.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„შეიძლება ამ თვის ბოლოს საქართველოში „ომიკრონის“ შემთხვევები გამოვლინდეს“ - ალექსანდრე გოგინავა

„ლუღის სახლი რომ უყიდა, ერთ-ერთია“, 1 შვილი ჰყავს - რა ვიცით დეპუტატზე, რომელსაც მატარებელი დაეჯახა

ლისაბონში დაქირავებული 80 მსუბუქი ყოფაქცევის ქალი, 2 ქორწინება, შვილზე თავდასხმა - გია ბარამიძის სკანდალები