Digest Logo

„ლუღის სახლი რომ უყიდა, ერთ-ერთია“, 1 შვილი ჰყავს - რა ვიცით დეპუტატზე, რომელსაც მატარებელი დაეჯახა

1616650291
დეპუტატი

გუშინ, 24 მარტს, ზუგდიდში მატარებლისა და ავტომობილის შეჯახების შედეგად დაშავდა საკრებულოს წევრი, სალომე ფაცაცია, რომლის მდგომარეობაც მძიმეა. ის რეანომობილით თბილისში გადაიყვანეს.

როგორც საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი, სულხან ორჟონია აცხადებს, პაციენტს თავის ტვინის შერყევა, სხვადასხვა ტრავმები და მოტეხილობა აქვს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სალომე 35 წლისაა. ის დაოჯახებულია და „დაიჯესტის“ ინფორმაციით 1 შვილი ჰყავს.

მას მეგობრები სოციალურ ქსელში ამხნევებენ და პოსტებს უწერენ:

„სალომე, მალე უნდა გამოძვრე ამ მდგომარეობიდან!“

„უკეთილშობილესი გოგოა, ქველმოქმედი. ლუღის სახლი რომ უყიდა, ერთ-ერთია. უფალმა გამოაჯანმრთელოს“

„მე ვიცი შენი სუფთა სული, წინ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, გელოდებით“,- წერენ სოციალურ ქსელში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ზუგდიდში მატარებლისა და ავტომობილის შეჯახების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


აგრეთვე წაიკითხეთ:

მეგობრობა ბერასთან, 20 წლის ასაკში დაქორწინება, დანგრეული ოჯახი და გაჭირვება - ალექსანდრა პაიჭაძის უცნობი ამბები

ლისაბონში დაქირავებული 80 მსუბუქი ყოფაქცევის ქალი, 2 ქორწინება, შვილზე თავდასხმა - გია ბარამიძის სკანდალები

სოფო შევარდნაძე დედა გახდა