საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის გია ბარამიძის სახელი არცთუ ის ცოტა სკანდალს უკავშირდება.
ბიოგრაფია
საქართველოს პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი ბარამიძე 1968 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მიიღო მჭიდრო მასალების ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტზე და კვალიფიკაციით ინჟინერ-ტექნოლოგია. შემდეგ პოლიციის აკადემიაშიც უსწავლია და სამართალმცოდნის კვალიფიკაციაც დაუმატებია.
მისი შრომითი ბიოგრაფია 1991-1992 წლებში დაიწყო საქართველოს მწვანეთა მოძრაობის კონსულტანტად, თუმცა 1992 წელს საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათა შორის ურთიერთობის კომიტეტის განყოფილების უფროსი გახდა და იმავე წელს – საქართველოს პარლამენტის წევრიც. პარლამენტის წევრი იყო 1999-2004, 2004-2008 და 2012-2016 წლების მოწვევის პარლამენტშიც.
ბარამიძის ოფიციალურ ბიოგრაფიაში არ არის აღნიშნული, რომ ის საქართველოს 1995-1999 წლების მოწვევის პარლამენტის წევრიც გახლდათ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიც, თავდაცვის მინისტრიც (2003-2004 წლებში) და სახელმწიფო მინისტრიც ევროპასთან და ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.
ქართულმა დელეგაციამ ლისაბონში 80 მსუბუქი ყოფაქცევის ქალი დაიქირავა
სააკაშვილის, ბარამიძის და ვაშაძის მეძავ-ფართი ლისაბონში ალბათ, ყველას ახსოვს ქართული დელეგაციის ხმაურიანი ვიზიტი ლისაბონში 2010 წელს.
ქართულმა დელეგაციამ, რომელიც ლისაბონში ნატო-ს სამიტში მონაწილეობდა, მსუბუქი ყოფაქცევის 80 ქალი დაიქირავა. ინფორმაციას ამის შესახებ პორტუგალიური ვებგვერდი "საბადო" გამოცემა "მორნინგ სტარზე" დაყრდნობით ავრცელებდა.
გამოცემის თანახმად, მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს ხელშეკრულება გაუფორმეს. "მორნინგ სტარის" ინფორმაციით, ქართულ დელეგაციას შეუერთდა რამდენიმე სომეხი დელეგატიც.
სასტუმროში ფრანგი დელეგატებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც ხმაურის გამო პოლიცია გამოიძახეს.
გამოცემის ინფორმაციით, პოლიციამ ერთ-ერთი მსუბუქი ყოფაქცევის ქალი იცნო. შემთხვევა სასტუმროშივე დასრულდა, თუმცა პოლიციის მიერ ინციდენტის სტატუსით ოფიციალურად დარეგისტრირდა.
გამოცემის თანახმად, ქართული დელეგაციის წევრებმა მსუბუქი ყოფაქცევის ქალები სასტუმროში მეუღლეების სტატუსით შეიყვანეს.
პირველი ქორწინება და შვილი
გია ბარამიძის პირველი ცოლი ეკა ჯაფარიძე იყო. წყვილს ერთი შვილი, ანა შეეძინათ.
ბარამიძის მეორე მეუღლე
გიორგი ბარამიძემ, 2020 წელს ცოლი მოიყვანა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად დაწერა და აღნიშნა, რომ კიდევ ერთი ქართულ-უკრაინული ოჯახი შედგა.
„დღეს მე და ჩემმა ანუტამ (ჩვენს საამაყო იუსტიციის სახლში) ხელი მოვაწერეთ და ქართულ-უკრაინული ოჯახი იურიდიულადაც შედგა“,- დაწერა ბარამიძემ.
ბარამიძის შვილს თავს დაესხნენ
2019 წელს, როგორც ცნობილია ბარამიძის შვილს თავს დაესხნენ.
დაპირისპირება მთაწმინდის მე-18 საოლქო საარჩევნო უბანზე მოხდა.
მმართველი პოლიტიკური პარტიის „ქართული ონების“ აქტივისტები თავს ტაბულას“ მთავარი რედაქტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის, შვილს, კატო კოპალეიშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ ქალიშვილს ანა ბარამიძეს დაესხნენ თავს.
ახლო კავშირები
ზურაბ ჟვანიას პოლიტიკური ძმა და ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური შვილი. ის და ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე-ჟვანია მიხეილ სააკაშვილის პირველი შვილის ედუარდ სააკაშვილის ნათლიები არიან.
1989 წლიდან გიორგი ბარამიძე საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი და ცენტრალური საბჭოს წევრი იყო. 1990 წელს კი საქართველოს მწვანეთა პარტიის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და ამ პარტიის პოლიტიკური კომიტეტის წევრი.
1992 წლიდან ბარამიძე საქართველოს პარლამენტის წევრად აირჩიეს და გახდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნული უმცირესობის საკითხთა კომისიის მდივანი, თავდაცვისა და უშიშროების კომისიის წევრი, აგრეთვე NATO-ს პროგრამაში "პარტნიორობა მშვიდობისათვის" საქართველოს მონაწილეობის სახელმწიფო საკოორდინაციო კომისიის წევრი.
სოხუმის დაცემის დღე
ის 1993 წლის 16 სექტემბერს ჩაფრინდა სოხუმში და მიმდინარე მოვლენების მომსწრე გახდა.
როგორც თავად ამბობს, სოხუმის აღების ოპერაცია დაგეგმა რუსეთის გენერალურმა შტაბმა.
„სოხუმის აღების ოპერაცია დაგეგმა რუსეთის გენერალურმა შტაბმა და მისი შემადგენელი განუყოფელი ნაწილები იყო, როგორც ე.წ. მშვიდობისმყოფელების მიერ ზარბაზნების სოხუმზე თავდამსხმელთა (ჩეჩნური, რუსული, აფხაზური და სხვა შენაერთების გაერთიანებული ძალები) დასახმარებლად შეტრიალება, ასევე „ქართული მხარის“ დაყოფა და დანაწევრება, ერთმანეთისა და ქვეყნის ღალატი.
რომ არა 16 სექტემბერს განახლებული სოხუმზე შეტევა, ჩაფლავდებოდა და ჩვენ შევძლებდით მის დაცვასაც და ბევრად მეტსაც, ერთიანობის პირობებში, ფსოუმდეც გავიდოდით.
შეტევის პირველივე დღეს 16 სექტემბერს ჩავფრინდი იქ და ბოლომდე ჩემი თვალით წინა ხაზზე ვხედავდი რა და როგორ ხდებოდა.
მინდა დღეს პატივითა და ძმური სიყვარულით გავიხსენო ის თითოეული მებრძოლი და ქვედანაყოფები ვისთან ერთადაც იმ დღეებში სოხუმის დასაცავად მომიწია ბრძოლა.
სადესანტო/სადაზვერვო რაზმი „იუპიტერი“ გუთუ ჯღამაიას ხელმძღვანელობით, მხედრიონის მებრძოლთა რაზმი „დეკა“ თორნიკე ბერიშვილის მეთაურობით და ბატალიონი „თბილისელი“, დათო სართანიას და ცხონებული ირაკლი ბითაძის მეთაურობით.
მინდა ყველა ჩვენი დაღუპული მებრძოლი და სამშობლოსთვის დაღუპული ძმა მოვიგონო და ვინც ცოცხლები დავრჩით, ყველა იმ ვაჟკაცთან ერთად, ისევ მათი სულების წინაშე ვთქვათ, რომ ჩვენ არ დაგივიწყებთ და
ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით“,- წერდა სოციალურ ქსელში ბარამიძე.
აგრეთვე წაიკითხეთ:
გიორგი ბარამიძემ ცოლი მოიყვანა - ვინ არის პოლიტიკოსის რჩეული?
მოკლული მამა და საყვარელი ბიჭი, 2 ქორწინება - „სილამაზით დაფარული“ მაკა ასათიანის ტრაგიკული ამბები