Digest Logo

„ომიკრონი“ ძალიან სერიოზული გამოწვევაა, მცირე მონაკვეთში ბევრი ადამიანის ინფიცირების წყარო გახდება“ - ბიძინა კულუმბეგოვი

1640688035
ბიძინა კულუმბეგოვი

„ომიკრონი“ ძალიან სერიოზული გამოწვევაა, რომელსაც შეუძლია დროის მცირე მონაკვეთში ძალიან ბევრი ადამიანის ინფიცირების წყარო გახდეს“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

კულუმბეგოვმა მოსახლეობას, კიდევ ერთხელ მოუწოდა ვაქცინაციის და რეკომენდაციების დაცვისკენ.

როგორც ალერგოლოგ-იმუნოლოგი აღნიშნავს, „ომიკრონი“ სერიოზული გამოწვევაა.

„ომიკრონი“ ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევაა, მას შეუძლია დროის მცირე მონაკვეთში ძალიან ბევრი ადამიანის ინფიცირების წყარო გახდეს. „ომიკრონი“ ჩვენი ქვეყნისთვის შესაძლოა პრობლემის მატარებელი გახდეს. ამიტომ, მნიშვნელოვანია რომ ჩვენი მოვალეობა მოვიხადოთ და ამ გამოწვევის საპირისპიროდ, ვაქცინაცია ყველამ ჩავიტაროთ. იმედი დავიტოვოთ რომ „ომიკრონის“ გავრცელების მასშტაბები მას მისცემს საშუალებას, შემდგომ რამდენიმე თვეში თითქმის მოიცვას პლანეტის უდიდესი ნაწილი, რაც იქნება პანდემიის მკვეთრი შესუსტების, პანდემიური ხასიათის მკვეთრი საფუძველი. თუმცა, ამას რა ადამიანური მსხვერპლი მოჰყვება, პროგნოზირება ძალიან გართულებულია“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატად ლევან რატიანი განიხილება - ელისო კილაძე

🔵VIDEO: „შენ მე რატომ მაბულინგებ?! მიკრძალავ“ - კამათი პირდაპირ ეთერში

🔵როგორი დახვედრა მოუწყვეს ალექსანდრა პაიჭაძესა და მის შვილს - ფოტოები

🔵„მეც მინდა ასე ძილი, სადმე“- ალექსანდრა პაიჭაძე ქალიშვილის ახალ ვიდეოს აქვეყნებს

🔵„ვაკაჭისაც დავშორდი და ილო ბეროშვილის საყვარლის სტატუსიც მომეხსნა“ - ცოტა რამ ბაბი კირკიტაძეზე