Digest Logo

ომიკრონი საქართველოში დომინანტი გახდა, თუმცა ცირკულირებს სხვა შტამებიც - ამირან გამყრელიძე

1642682065
ამირან გამყრელიძე

ომიკრონით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლის მოლოდინი - ეპიდემიოლოგები კლინიკური სექტორის მაღალი დატვირთვის რისკზე ალაპარაკდნენ. ექიმები შექმნილ ვითარებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევენ რეკომენდაციების შესრულებას. პირველ რიგში ეს ნიღბის ტარებას ეხება.

როგორც დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, შესაძლებელია ითქვას, რომ ქვეყანაში ომიკრონი გახდა დომინანტური შტამი.

„ომიკრონის ცირკულაცია ქვეყანაში იზრდება. ოფიციალურად, ლაბორატორიულად დადასტურებულია 1400-მდე შემთხვევა, ლიდერობს თბილისი, შემდეგ კი იმერეთი და აჭარა მოდის. მაგრამ ეს არის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები. ქვეყანაში დადებითი შემთხვევების 70% მოდის ომიკრონზე.თბილისში ეს პროცენტი უფრო მაღალია და 80% არის, ხოლო რეგიონში კი 40-60%. დღეს თუ ვთვლით, რომ 70%-ია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დომინანტია, თუმცა ცირკულირებს სხვა შტამებიც",- აცხადებს ამირან გამყრელიძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„მასობრივი ვაქცინაცია უდიდესი შეცდომაა… შეიქმნება ისეთი შტამი, რომელსაც ვაქცინა ვეღარ მოერევა“ - გიორგი კანდელაკის საგანგაშო პროგნოზი

🔵უნდა მიიღოს თუ არა კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი - მაია ბუწაშვილის განმარტება

🔵„წყევლიან ამ კაცს და აგინებენ წარმოუდგენელი სიტყვებით... ყველამ უნდა იცოდეს, რასთან გვაქვს საქმე“- რას წერს ეკო ფანგანი

🔵„გადაჭამეთ უკვე ერთმანეთი… ფარსია ეს ყველაფერი და ფარისევლები ხართ ყველა!“ - რას წერს ეკო ფანგანი